Land Rover Discovery ბრიტანეთში აღარ აიწყობა

Land Rover-ი სახელგანთქმული ბრიტანული ბრენდია. Discovery კი ბევრისთვის უდავოდ Land Rover-თან ასოცირდება. თუმცა, ამის შემდეგ, ეს მოდელი გაერთიანებულ სამეფოში აღარ აიწყობა.


Bloomberg-ის ცნობით, კომპანია JLR-ს Discovery-ს წარმოება სლოვაკეთში, თავის ახალ ქარხანაში გადააქვს. გადაწყვეტილების მიზეზი Brexit-ია, ანუ დიდი ბრიტანეთის გადაწვეტილება ევროკავშირის დატოვების შესახებ, რაც პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ წარმოებას.



ინგლისის ქალაქ სოლიჰალის ქარხანაში ავტომწარმოებელმა შესაძლოა, ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს. ამავე ქარხანაში გაგრძელდება Range Rover-ისა და Range Rover Sport-ის აწყობა.

რაც შეეხება Discovery Sport-სა და შემდეგი თაობის Evoque-ს, მათი წარმოება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ჰეილვუდის ქარხანაში გაგრძელდება.

ინფრასტრუქტურის სრულად გამართვის შემდეგ, ავტომწარმოებელმა შესაძლოა, სოლიჰალის ქარხანაში დაიწყოს Jaguar I-Pace-ის წარმოებაც.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია