რომელ მანქანას აქვს საუკეთესო ემბლემა?

ბევრისთვის, ემბლემა ავტომობილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. მართალია, ავტომწარმოებლები მრავალნაირ ემბლემებს ქმნიან, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მართლაც გამორჩეულია.

საავტომობილო პორტალ Road & Track-ის შეფასებით, ფავორიტი Lamborghini Miura-ს უკანა მხარეს დატანებული ემბლემაა.

1960-იანი წლების V12 სუპექარს თავის სახელი მანქანის უკანა პანელზე აქვს დაწერილი. ასო M შემკულია ხარის რქებით, a-ს კი პატარა კუდი აქვს.



თუკი Lamborghini-ს სახელდების სქემაში გარკვეული ხართ, გეცოდინებათ, რომ ყველა მისი ავტომობილის სახელი ესპანური ხარების ბრძოლის, კორიდასგან წარმოსდგება. გამონაკლისი არც Miura გახლავთ. ამ შემთხვევაში, ემბლემის დიზაინი კარგად გადმოსცემს, თუ საიდან  მომდინარეობს ეს სახელი.

თქვენი აზრით, რომელია მანქანის ემბლემაა საუკეთესო? შეგვატყობინეთ კომენტარებში.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია