აზოტი თუ ჩვეულებრივი ჰაერი - რომელია საბურავებისთვის უკეთესი

ალბათ ხშირად სულ არ ფიქრობთ, რა სახის ჰაერია უმჯობესი თქვენი ავტომობილის საბურავებისთვის. ჰაერი უბრალოდ ჰაერია, არა?

 

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. როგორც ტიმ ო’ნილის რალის სკოლის ინსტრუქტორი, უაიტ კნოქსი განმარტავს, ყველა ჰაერი ერთნაირი როდია. მაგალითად, ჰაერის ისეთი შემადგენელი, როგორიც არის აზოტი, ფრიად საყურადღებო ხდება, როცა საქმე საბურავების ტემპერატურის კონტროლს ეხება.

 

 

ყველაფერი დამოკიდებულია ტენიანობაზე. ჩვეულებრივი შეკუმშული ჰაერი შეიცავს გარკვეული ოდენობის წყალს. შესაბამისად, როცა ის ცხელდება (მაგალითად, სწრაფი სიარულისას), ფართოვდება სწრაფად და არაპროგნოზირებადად. შედეგად, საბურავები შეიძლება, ზედმეტად გადიდდეს და დაიკლოს რეზინის ეფექტიანობამ.

 

ჰაერის ტენიანობა დამოკიდებულია გეოგრაფიაზე, ანუ მსოფლიოს რომელ ნაწილში ბერავთ საბურავს. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო იზრდება არაპროგნოზირებადობის რისკი.

 

მაგრამ მეორე მხრივ, გაცილებით მშრალი ნივთიერებაა აზოტი, რომელიც ჩვეულებრივ შეკუმშულ ჰაერზე ნაკლებ ტენს შეიცავს. იმის გამო, რომ აზოტით დაბერილ საბურავებში ტენიანობა ნაკლებია, გაცილებით მცირეა ამ საბურავების გაფართოების შანსიც, ჩვეულებრივი ჰაერით დაბერილთან შედარებით.

 

როგორც კნოქსი აღნიშნავს, ჩვეულებრივი ჰაერისგან განსხვავებით, აზოტის გაფართოების მონიტორინგი ძალიან მარტივია ტემპერატურის კონტროლით, რაც მეტ საიმედოობას და პროგნოზირებადობას ნიშნავს კონკურენტულ გარემოში, მაგალითად ავტოშეჯიბრებებზე.

 

საინტერესოა თქვენი გამოცდილება, დაგიბერავთ საბურავები ოდესმე აზოტით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია