ყველა დროის საუკეთესო იაპონური ავტომობილი

წლების განმავლობაში, იაპონიამ მსოფლიოს არაერთი ნამდვილად საოცარი ავტომობილი აჩუქა. გასული საუკუნის მეორე ნახევრის ნებისმიერი ათწლეულის განმავლობაში, აუცილებლად იპოვით იაპონურ ავტომწარმოებელთა მიერ შექმნილ დიდებულ ავტომობილთა ხაზს. რომელი მათგანია თქვენი ფავორიტი?

 

 

რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი მანქანის ამორჩევა რთულია. თუმცა, ალბათ ბევრს არც კი გაახსენდება Toyota 2000GT. ის ნამდვილად არ გახლავთ ყველაზე სწრაფი და საუკეთესო გამავლობის იაპონური მანქანა, მაგრამ შესაძლოა, ყველაზე ლამაზი ავტომობილი იყოს იაპონიიდან.

 

ის პირველი იაპონური ავტომობილი იყო, რომლის ფასმაც აუქციონზე 1$ მილიონს მიაღწია. დღემდე რჩება კოლექციონერთა ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მანქანად. შეიძლება ითქვას, რომ Toyota 2000GT იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ავტომობილია. Toyota მას Yamaha-სთან კონტრაქტის საფუძველზე, 1967-1970 წლებში აწარმოებდა. 

 

რომელია თქვენი ფავორიტი იაპონური ავტომობილი? რის საფუძველზე ანიჭებთ უპირატესობას? იშვიათობის თუ სიძვირის? იქნებ მხოლოდ ის ფაქტორია გადამწყვეტი, რომ იაპონიაშია დამზადებული? მაშ ასე, თქვენი არჩევანის შესახებ გვაცნობეთ კომენტარებში.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია