კომპანია Rolls-Royce-ი Silver Ghost-ის სერიის უნიკალურ 35 სედანს დაამზადებს, რომელსაც 111 წლის ლეგენდარულ ავტომობილს მიუძღვნის. საუბარია Silver Ghost-ის სახელით ცნობილ პირველ ავტომობილზე შასის ნომრით „60551“, რომლითაც 1907 წელს ჩარლზ როლსმა და კლოდ ჯონსონმა 23 000 კმ-ზე მეტი ტექნიკური ხარვეზისა და გაუმართაობის გარეშე დაფარეს.
სპეციალურად ახალი სედანებისთვის „ექსტაზის სულის“ ქანდაკება, რომელიც Rolls-Royce-ებს 1911 წლიდან ამშვენებს, სუფთა ვერცხლისგან დაამზადებენ და ოქროს ჩანართს გაუკეთებენ. ვერცხლის შემცვლელი სპეციალური საღებავი, ფერის სახელწოდებით Cassiopeia Silver-ი, 1907 წლის მოდელს განასახიერებს. ყოველ სედანს ხელით შეღებავენ რაზეც თვითოეული ავტომობილის შემთხვევაში 8 საათი დაიხაჯება.
ახალი Rolls-Royce Ghost-ის ინტერიერს ორიგინალური ავტომობილის მსგავსად „მწვანე ტყის“ ფრად გააფორმებენ. კარების პანელებს ტყავით და ვერცხლის ელემენტებით მოაპირკეთებენ. ძვირფასს ლითონს მოწყობილობათა დაფის გაფორმებაშიც გამოიყენებენ.
სპეციალური სერიის სედანების დამზადებისას Rolls-Royce-ის სპეციალისტები ახალი თაობის Phantom-ის შექმნისას გადროვილ გამოცდილებას გამოიყენებენ. ავტომობილში მყოფთა კომფორტის გაზრდისთვის კარებებს, უკანა ფრთებს და საბარგულს ხმის ჩამხშობი მასალის დამატებითი ფენებით დაფარავენ.
ფართო საზოგადოებამ Silver Ghost -ი პირველად 1907 წელს იხიდა. მოდელის 40/50-ის გამოშვება 1926 წლამდე გაგრძელდა და მთლიანობაში 7 874 ერთეულის გამოშვებით დასრულდა. თავდაპირველად ცნობილი სახელი Silver Ghost-ი („ვერცხლისფერი მოჩვენება“) კონკრეტული ავტომობილის (ძარის ნომერი 60551) სახელწოდებას წარმოადგენდა. თუმცა შემდგომ ის მთელს სერიაზე გავრცელდა. ავტომობილს 7,4 ლიტრი მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 50 ცხ.ძალა სიმძლავრეს გამოიმუშავებდა. 1970 კგ წონისას, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 117 კმ/სთ-ს აღწევდა.
დამზადების შემდეგ, 1908 წელს შასი „60551“-ი კერძო კოლექციონერმა შეიძინა. ამჟამად ავტომობილი კომპანია Bentley-ს საკუთრებაა.