მომავლის ავტომობილის ბრიტანული ხედვა

თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩვეს ირგვლივ ყველაფერი შეცვალა. ხელშეუხებელი არც ავტომრეწველობა დარჩა. სულ უფრო ხშირად გვხდება ქუჩებში ჰიბრიდები და ელექტრომობილები. მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. გამონაკლისი არც ბრიტანული Jaguar-ია. კომპანია Jaguar Land Rover-ი ერთადერთი მსხვილი ბრიტანული ავტომწარმოებელია, რომელმაც მეტ-ნაკლებად ეროვნული იდენტობის შენარჩუნება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი ინდურ Tata Motors-ს ეკუთვნის, თავად ბრიტანელები თავს იმით იმშვიდებენ, რომ ოდესღაც ინდოეთი  ბრიტანეთის იმპერიის  ნაწილი იყო.

 

 

Rolls-Royce, Bentley და MINI უკვე დიდი ხანია გერმანულ მფლობელობაში არიან. მათ ფონზე Jaguar Land Rover-ის მომავალი ბრიტანელთა აზრით გაცილებით უპრობლემო შეიძლება იყოს.

 

კომპანიის ხელმძღვანელობის აზრით, მთავარი ამოცანა თანამედროვე ტექნოლოგიებით განპირობებული საფრთხეების სწორ აღთქმასა და შეფასებაში მდგომარეობს. მაგალითად, გასული საუკუნის 1970-იან წლებში მსოფლიო ბაზარზე გამოჩენილმა კვარცის საათმა, ათასობით შვეიცერიელი მესაათე, უფუნქციოდ დატოვა. დღეს პროცესები უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ტექნოლოგიები სამყაროს პრაქტიკულად ყოველდღიურად ცვლიან.

 

 

თანამედოვე თაობები, განსაკუთრებით ისინი ვინც დიდ მეგაპოლისებში ცხოვრობენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში პირადი ავტომობილის გამოყენებას უპირატესობას სულ უფრო ნაკლებად ანიჭებენ. არავის არ სურს გადავსებულ ქალაქის ხმაურიან და საცობებით სავსე ქუჩებში საკუთარი მანქანით მოძრაობა. საცობებში საათობით დგომა და ამ დროს საჭესთან ჯდომა ძალიან დამღლელია. ამიტომაც, ბევრი ადამიანი ასეთ შემთხვევაში ტაქსის ან სულაც „ქარშერინგის“ (ავტომობილის ხანმოკლე ქირაობა) ამჯობინებს. სპეიალისტთა აზრით არსებობს შესაძლელობა, რომ უახლოეს მომავალში პირადი ავტომობილი საზოგადოებრივ ტრანსპორტად გადაიქცეს, რომელსაც არც მუდმივი საპარკინგე ადგილი, არც მეპატრონე და არც მძღოლი ეყოლება.

 

Jaguar Future-Type - Jaguar Land Rover მომავლის ავტომობილის ერთ-ერთი პროტოტიპია. ავტოპილოტით მართვადი ქარშერინგი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვირტუალურ რეალობაში არსებობს. ავტომობილი ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ კონცეფციას იმეორებს - მისი სალონი ერთიანი სამომხმარებლო სივრცის სახითაა მოწყობილი.

 

 

ასეთი ავტომობილი თქვენი საკუთესო მეგობარი გახდება. ხმოვანი ბრძანებით მისი კომპიუტერი თეატრის ბილეთებს ან სასურველ რესტორანში მაგიდას დაგიჯავშნით, შეგირჩევთ საყვარელ სიმღერას და სალონში არსებულ განათების ფერს და მის ინტენსივობას ავტომობილში ჩაჯდომისთანავე ავტომატურად შეარჩევს.

 

ავტომრეწველობის მიმავალთან დაკავშირებით Jaguar-ს შორს მიმავალი გეგმები აქვს. ერთ–ერთი ჩანაფიქრით პროდუქტი მის მომხმარებელს თავად მიაწვდის ინფორმაციას ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. აუწყებს როდის იქნება გამოსაცვლელი საბურავები და ზეთი.

 

კომპანიის განვითარების მთავარ მიმართულებას ელექტრომობილები წარმოადგენენ. 2040 წელს დიდ ბრიტანეთში შიდაწვის ძრავები აიკრძალება და  Jaguar-ი აპირებს რომ ამ აკრძალვას სრულ მზადყოფნაში დახვდეს. ელექტროქარების სფეროში კომპანიის ბოლო პროდუქტი 1968 წელს გამოშვებული როდსტერის - Jaguar E-Type-ის ბაზაზეა შექმნილი.

 

 

ახალი Jaguar E-Type Zero-ზე კაპოტის ქვეშ არსებულ მოცულობას სრულად ელექტრო მოდული იკავებს. ამჟამად ავტომობილი მხოლოდ ერთი პროტოტიპის სახით არსებობს. თუმცა კომპანია ამ მოდელზე დიდ იმედებს ამყარებს. ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინის მქონე როდსტერი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

ამჟამინდელი აკუმულატორები, ერთი დამუხტვით ავტომობილს 270 კმ-ის გავლის საშუალებას აძლევდნენ. საგულისხმოა, რომ შიდაწვის ძრავიანი E-Type-სთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 135 კმ-ით მეტი იყო.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია