Mercedes-Benz-ი ჟენევაში სერიულ ელექტროქროსოვერს წარმოადგენს

კომპანია Mercedes-Benz-ი ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონზე საკუთარ პირველ სერიულ ელექტრომობილს - ქროსოვერ EQC-ს და დიზელ-ელექტრული ჰიბრიდების სამოდელო რიგს წარმოადგენს. არსებული მონაცემებით, ერთ-ერთი მათგანი C400d EQ Power-ი იქნება, რომელსაც მხოლოდ ელექტროენერგიის გამოყენებით ამჟამად 50 კმ-ის გავლა შეუძლია.

 

 

ჰიბრიდულ ავტომობილებში ბოლო თაობის OM 654-ის ტიპის დიზელის ძრავა იქნება გამოყენებული. 2 ლიტრი მოცულობის ძრავას ალუმინისგან დამზადებული კორპუსი, ფოლადის დგუშები და მეოთხე თაობის საწვავის მიწოდების სისტემა common rail-ი აქვს. 195 ცხენის ძალიანი OM 654-ის დებიუტი 216 წელს ახალ E-Class-ზე გაიმართა.

 

რაც შეეხება ელექტროქროსოვერს, ის EQ სერიის ელექტროქარების სამოდელო რიგში ფლაგმანის როლს შეასრულებს. მისი კონცეპტუალური მოდელი Generation EQ-ი 2016 წელს წარმოადგინეს. ავტომობილი 408 ცხ.ძალა ჯამური სიმძლავრის ორი ელექტროძრავით (თითო თვითოეულ ღერძზე) იყო აღჭურვილი. აკუმულატორების ერთი დამუხტვით EQ-ს 500 კმ-ს ფარავდა.

 

 

2017 წლის სექტემბერში Mercedes-Benz-მა სერიულ ქროსოვერ EQC-ზე წინასწარი გაყიდვები ოფიციალურად დაიწყო. მასიური სერიული წარმოების დაწყება კი წელს იგეგმება. EQC-ის და ჰიბრიდების გარდა, ჟენევაში კომპანია ოთხკარიან კუპე Mercedes-AMG GT Coupe-ს, ახალ სედანს და C-Class-ის ახალ უნივერსალს წარმოადგენს.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია