რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ავტომობილს აუქციონზე გაყიდიან

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს გავრცელებული ცნობებით, რუსეთის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორის - ნიკოლოზ II-ის კუთვნილ ავტომობილს აუქციონზე გაყიდიან. ლოტის საწყისი ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარი იქნება.

 

საუბარია 1914 წელს გამოშვებულ მოდელზე Rolls-Royce Silver Ghost 40/50 hp. მოცემული ავტომობილი 1913 წელს სანქტ–პეტერბურგში ორგანიზებულ IV-ე საერთაშორისო ავტოგამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ის სპეციალურად რუსეთის იმპერატორის დაკვეთით აიგო. განსაკუთრებული მფლობელისთვის მწარმოებელმა Silver Ghost 40/50-ის სალონი ელექტროსანათებით, რბილი სავარძლებით, ყვავილების ლარნაკებით და საფერფლეებით აღჭურვა.

 

3

 

ნიკოლოზ II-ე ავტომობილებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. 1914 წლისთვის სამეფო ავტოფარეხში, რომლის შენახვაზეც წელიწადში 126 000 მანეთი (იმ დროისთვის კოლოსალური თანხა) იხარჯებოდა 21 მძღოლი მუშაობდა (თითო ყოველ ავტომობილზე).

 

Rolls-Royce Silver Ghost 40/50-ს 7,4 ლიტრი მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 50 ცხ.ძალა სიმძლავრეს გამოიმუშავებდა. 1970 კგ წონისას, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 117 კმ/სთ-ს აღწევდა.

 

 

1918 წელს ნიკოლოზ II-ე და მისი ოჯახი დახვრიტეს. რუსეთში რომანოვების 300 წლიან მმართველობას წერტილი დაესვა. იმპერატორის ავტოფარეხს ბოლშევიკები დაერივნენ. ზოგით საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერები სარგებლობდნენ, ზოგიც გაიყიდა. Silver Ghost 40/50-ი აშშ-ში აღმოჩნდა. ერთ ხანს ახალ მფლობელს ის ლას-ვეგასში, კაზინო „იმპერიალის“ ფოეში ჰქონდა გამოფენილი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ავტომობილმა მფლობელი კიდევ ერთხელ გამოცვალა - იმპერატორის Rolls-Royce-ი გერმანიაში გადმოიყვანეს.

 

 

ფართო საზოგადოებამ Silver Ghost -ი პირველად 1907 წელს იხიდა. მოდელის 40/50-ის გამოშვება 1926 წლამდე გაგრძელდა და მთლიანობაში 7 874 ერთეულის გამოშვებით დასრულდა. თავდაპირველად ცნობილი სახელი Silver Ghost-ი („ვერცხლისფერი მოჩვენება“) კონკრეტული ავტომობილის (ძარის ნომერი 60551) სახელწოდებას წარმოადგენდა. თუმცა შემდგომ ის მთელს სერიაზე გავრცელდა.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია