ახალი თაობის ლეგენდარული Jeep Wrangler-ი

შემოდგომის მიწურულს Jeep Wrangler-ის მოყვარულები ავტომობილის განახლებულ ვერსიას იხილავენ. პრემიერა ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე გაიმართება. მწარმოებლის მიერ განცხადებული all new-ვერსიის ანუ სრულიად განახლებული მოდელის წარმოდგენის მიუხედავათ, დიდი ალბათობით საბაზო კონსტრუქცია უცვლელი დარჩება. ამ შემთხვევაში საუბარია მზიდ ჩარჩოსა და შასიზე. ის კი რაც მას ზემოდან ადგას - ძირფესვიანად იქნება გადაკეთებული. სიახლეების ჩამონათვალში - შედარებით ეკონომიური ძრავა, აქტიური და პასიური უსაფრთხოების საშუალებების (მათ შორისაა ავტოპილოტი) გაფართოებული ნომენკლატურა და ახალი მულტიმედიური საშუალებები ფიგურირებენ.

 

 

Jeep Wrangler 2018-ის მთავარი ცვლილება ძარას შეეხება. ტრადიციული ნაკვთების შენარჩუნებისას, ინჟინრებმა და დიზაინერებმა მას შედარებით აეროდინამიკული და ამავდროულად მოუხეშავი იერი მისცეს. წინამდებარე ვარიანტების მსგავსად, განახლებული Wrangler-ი 3 და 5 კარიან ვარიანტებში იქნება ხელმისაწვდომი.

განახლებული ინფრომაცია ახალი Wrangler-ის შესახებ პრემიერის თარიღის მოახლოებასთან ერთად გავრცელდება, რომელიც 29 ნოემბერსაა დაგეგმილი.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია