ინტერნეტის ყველაზე ბნელი კუნჭულებიდან წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე არასასიამოვნო ვიზუალის მანქანას, რომელიც ოდესმე შეიძლება ნახოთ — Opel Astra G-ს.
ავტომობილი გასაყიდად არის განთავსებული რუმინულ ვებგვერდ OLX-ზე. როგორც აღწერაშია ნათქვამი, ის ნამდვილად „უნიკალურია“, მფლობელის შეფასებით კი მან მასში ნამდვილად ბევრი ფული ჩადო. მანქანა 2004 წელს არის გამოშვებული და გავლილი აქვს 101 00 კილომეტრი. გამყიდველის განცხადებით, კომპაქტური სედანის ზოგადი მდგომარეობა ძალიან კარგია. რაც შეეხება ფასს, მფლობელი მას 2500 ევროდა ყიდის.
რამდენიმე მოდიფიცირებული კომპონენტის წყალობით, აშკარაა, რომ ძალიან სცადეს, ვიზუალურად ეს მანქანა Audi R8-ს დამსგავსებოდა. მოდიფიცირებულ ნაწილებს შორის არის ბამპერები, ცხაური, ძარის გვერდითი გარსშემომდენები და ფრთები, ორივე მხარის ფარები და ოთხი გამოსაბოლქვი მილი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მანქანას აქვს 19-ინჩიანი თვლები, მაგრამ ისინი აშკარად უფრო პატარა ჩანს. ყველაფერი წითელშია გადაწყვეტილი რამდენიმე შავი აქცენტით.
დაბალი ხარისხის ფოტოების გამო რთულია გაირკვეს რა ხდება სალონში, მაგრამ როგორც აღწერაში წერია, ინტერიერშიც დომინირებს წითელი და შავი ფერები. დამატებული აქვს ელექტროფანჯრები და პარკინგის სენსორები.
მანქანა აღჭურვილია 1.8-ლიტრიანი ბენზინის ძრავათი, რომელიც გადაკეთებულია და გამოიმუშავებს 170 ცხენის ძალას; აქვს ხუთსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი.