Subaru-მ ინდიანის ქარხანაში 2020 წლის Legacy-სა და Outback-ის წარმოება დაიწყო

Subaru-მ 2020 წლის Legacy-სა და Outback-ის წარმოება ინდიანის შტატში მდებარე ქარხანაში დაიწყო.
ახალი მოდელების წარმოების დაწყება ქარხნის თანამშრომლებმა სპეციალური ცერემონიით აღნიშნეს.

 


Subaru-ს საშუალო ზომის მოდელები ეფუძნება კომპანიის უახლეს გლობალურ პლატფორმას, რაც მათ გაცილებით უკეთეს სიხისტესა და დახვეწილობას ანიჭებს; გაუმჯობესებულია მართვა და უსაფრთხოებაც. ახალი Legacy და Outback-ი აღჭურვილია ატმოსფერული 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ოპოზიტური ძრავითა და 2.4-ლიტრიანი ტურბოჩაბერვიანი ძრავით.

 


საბაზისო მოდელებს 182 ცხენის ძალა ექნება, ტურბო XT მოდელებს კი 260 ცხენის ძალა. ორივე შემთხვევაში, მომხმარებლებს დახვდებათ ერთადერთი არჩევანი — CVT ტრანსმისია და რა თქმა უნდა, კომპანიის Symmetrical AWD სისტემა.


Subaru-ს ინდიანის ქარხნის ვიცე-პრეზიდენტის, სკოტ ბრენდის განცხადებით, ამ დღისთვის ისინი ორ წელზე მეტხანს ემზადებოდნენ.

 


„დაუღალავი მუშაობისა და ჩვენი თანამშრომლების თავდადების წყალობით, ამ ორი სახელგანთქმული მოდელის ახალ თაობას უმაღლესი ხარისხით წარვადგენთ“.


2020 წლის Legacy-სა და Outback-ის სხვა ახალ მახასიათებელთა შორის არის მართვის დამხმარისა და დაკავშირებადობის სისტემების უფრო ფართო დიაპაზონი, ტაბლეტის სტილის 11,6-ინჩიანი საინფორმაციო სისტემა Android Auto-სა და Apple CarPlay-ს მხარდაჭერით.

 


„ახალი Legacy და Outback-ი მომხმარებელს შესათავაზებს უდიდეს უსაფრთხოებას, ტექნოლოგიებსა და შესრულებას, ისე, როგორც არასდროს. ვამაყობ იმ თავდადებითა და გუნდური მუშაობით, რომელმაც ეს მანქანები რეალობად აქცია“, — ამბობს სკოტ ბრენდი.

 


2020 წლის Legacy-სა და Outback-ს Subaru აშშ-ის ბაზარზე 2019 წლის შემოდგომაზე გაუშვებს.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია