ერთი კვირის წინ იაპონიაში წარმოდგენილი მოდიფიცირებული Mazda2 მხოლოდ მშობლიურ ბაზარზე არ დარჩება.
Mazda-ს განცხადებით, 2020 წლის დასაწყისში, განახლებული სუპერმინის გაყიდვები ევროპაშიც დაიწყება. თუმცა, ბებერ კონტინენტზე ძრავის შემადგენლობა სრულიად განსხვავებული იქნება. ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება ის არის, რომ იაპონიაში ხელმისაწვდომი Skyactiv-D 1.8 ტუბო-დიზელი ევროპაში არ გამოჩნდება.
ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან Mazda2-ის ამჟამინდელ ევროპულ ვერსიაში დიზელის ძრავა წარმოდგენილი არ არის. ევროპული ბაზარი მიიღებს მხოლოდ Skyactiv-G 1.5 ატმოსფერულ ოთხცილინდრიან ბენზინის ძრავას ორი მოდიფიკაციით; ერთ-ერთში შესაძლებელი იქნება ტრანსმისიის არჩევა.
სტანდარტული არჩევანი იქნება 75 ცხენის ძალის მქონე მოდელი ექვსსიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიით; უფრო მძლავრი, 89 ცხენის ძალის მქონე ვერსიას კი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ექნება. ორივე ძრავისთვის სტანდარტი იქნება Mazda M Hybrid სისტემა.
Mazda-ს განცხადებით, 24-ვოლტიანი მსუბუქი ჰიბრიდული სისტემა დახმარებას მიიღებს პატარა ელექტროძრავისა და i-Eloop მუხრუჭის ენერგიის ანაზღაურების სისტემისგან. კომპანია პირობას დებს, რომ საწვავის ეკონომია სრულფასოვანი ჰიბრიდის მსგავსი იქნება.
გარდა განსხვავებული ძრავისა, ევროპის 2020 წლის Mazda2-ს ექნება ყველა ის განახლება, რაც ახლახან წარმოდგენილ იაპონურ მოდელშია. მათ შორის არის ექსტერიერისა და ინტერიერის გაუმჯობესებული სტილი, წყნარი და უფრო კომფორტული სალონი, Mazda-ს განახლებული საინფორმაციო სისტემა, რომელსაც აქვს Apple CarPlay-სა და Android Auto connectivity-ს მხარდაჭერა; მასში ასევე წარმოდგენილი იქნება i-Activsense უსაფრთხოების პაკეტი.
გარდა ამისა, იაპონური მოდელისგან განსხვავებით, ევროპულ მოდელს არ ექნება ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა (სრული ამძრავი); ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ წინა წამყვანი თვლებით.