Mitsubishi-მ 2020 წლის Pajero Sport-ი წარმოადგინა

ტაილანდში Mitsubishi-მ 2020 წლის განახლებული Pajero Sport-ი წარმოადგინა, რომელიც სპორტულჩარჩოიანი ძარის მქონე SUV-ია.


დიზაინის მთავარი ცვლილება წინა ნაწილს ეხება, სადაც Pajero Sport-მა მიიღო Mitsubishi’s Dynamic Shield-ი. ახალი ფარები და ცხაური ძალიან ჰგავს Triton/L200-ისას, რომელსაც Pajero Sport-ი ეფუძნება; ოდნავ განსხვავებულია მხოლოდ ბამპერი, რომელსაც უფრო ნაკლებად უხეში იერი აქვს.

 


კიდევ ერთი მცირე განსხვავებაა ფარების ქვეშ მოთავსებულ განათებათა კომბინაცია. შედარებით ნაკლებად თვალშისაცემია 2020 წლის Pajero Sport-ის მაღალი კაპოტი, რომელსაც უფრო ტანადი შეხედულება აქვს. ძარის დანარჩენ ნაწილს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ემჩნევა, მაგრამ თვალში მაინც მოგხვდებათ გარკვეულწილად განახლებული უკანა ბამპერი, ახალი ბორბლები და სპორტული სახურავის სპოილერი.


Mitsubishi-მ ცვლილებები შეიტანა ინტერიერშიც, რომელიც უფრო ხარისხიანი და კომფორტულია. ცვლილებებს შორის არის განახლებული ცენტრალური კონსოლი, კარის რბილი სახელურები, უკანა მგზავრის კონსოლს დამატებული AC ენერგიის პორტი და შესანახი სივრცე ბარის ქვეშ.

 


ახალი Pajero Sport-ი აღჭურვილია 8-ინჩიანი Smartphone-Link Display Audio (SDA) საინფორმაციო სისტემით, ახალი 8-ინჩიანი ფერადი LCD მრიცხველით ხელსაწყოთა პანელზე, დისტანციური კონტროლის უგასაღებო ოპერაციული სისტემით, რომლის საშუალებითაც მძღოლი კარს აღებს და კეტავს სმარტფონით.

 


ახალ მოდელს აქვს 2.4-ლიტრიანი MIVEC-ის ოთხცილინდრიანი ტურბო-დიზელის ძრავა და 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ეს უკანასკნელი 181 ცხენიც ძალას გადასცემს ოთხივე თვალს Super-Select 4WD-II-ის სისტემით.


ტაილანდის შემდეგ, ახალი Mitsubishi Pajero Sport მსოფლიოს 90 ქვეყანაში გაიყიდება.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია