Lexus-ი მომავალ წელს უახლეს თვითმართვად ტექნოლოგიას გამოუშვებს

Lexus-ი დეტალურად განიხილავს იმ მრავალ პროექტს, რომლებზეც კომპანია თავის სამომავლო ავტომობილთა გაუმჯობესების მიზნით მუშაობს.


30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე Lexus-მა გაამხილა, რომ მუშაობს უახლეს თვითმართვად სისტემაზე, რომელიც მომავალ წელს გამოვა.


გამოცემა Automobile Magazine-ის ცნობით, Lexus-ის თვითმართვადი სისტემა Level II ისე იქნება აწყობილი, რომ იმუშაოს „მაგისტრალზე შესვლიდან გამოსვლამდე“; სავარაუდოდ, მათ შორის იქნება ზოლების შეცვლის მახასიათებელიც. ავტომწარმოებელი ასეთ სისტემებს აქტიურად ტესტავს იაპონიის საზოგადოებრივ გზებზე და ამ ტექნოლოგიის მომხმარებელთათვის მიწოდებამდე თითქმის მზადაა.

 


Lexus-ის განცხადებით, ასევე მუშაობს დაკავშირებადობის გაუმჯობესებაზე, რათა მის მოდელებს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზასთან შეეძლოთ დაკავშირება ტრაფიკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.


ავტომწარმოებელმა აღნიშნა ისიც, რომ ყველა მის მოდელში წარმოდგენილი იქნება გარკვეულწილად ელექტრიფიცირებული ძალური გადაცემის სისტემა.


მაღალი კლასის ავტომობილთა იაპონური მწარმოებელი მართვის დამხმარე სისტემების შექმნისას ალბათ იმხელა ყურადღებას არ იქცევს, რასაც Cadillac-ი, Mercedes-Benz-ი და სხვები. თუმცა, კომპანია თავის მრავალ მოდელში უკვე იყენებს რადარული კრუიზ-კონტროლისა ზოლის შენარჩუნების ფუნქციებს. როგორც ჩანს, Lexus-მა აგრესიული სვლა ამჯერად თვითმართვადობისკენ გადაწყვიტა, რადგან ეს სისტემა სულ უფრო იკიდებს ფეხს მრავალ სხვადასხვა ავტომწარმოებლში.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია