როგორი იქნება 2020 წლის BMW X6 M

გამოსვლის შემდეგ, 2020 წლის BMW X6 M ისეთი მანქანების პირისპირ აღმოჩნდება, როგორებიცაა Mercedes-AMG GLE 63 S კუპე, მომავალი Audi RS Q8 და რა თქმა უნდა, ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი Porsche Cayenne Turbo კუპე.


დიდი მიხვედრა არაა საჭირო, რომ ახალ X6-ში სრულად შენარჩუნებული იქნება M-ის ხასიათი. ამის შესახებ პორტალი Kolesa-ც იუწყება. გამომდინარე იქიდან, რაც ამ მანქანის შესახებ უკვე გავრცელდა, სტატიაში მოცემული ციფრული გამოსახულებები საკმაოდ ზუსტია და ცდომილების შანსი მცირეა.

 


როგორც M პროდუქტს, ახალ X6-ს გაზრდილი აქვს წინა ბამპერის საფარი, ამშვენებს მუქი შეფერილობის ცხაური, რომელიც უფრო ფართი ჰაერის შემშვებს ფარავს. X6 M-ს ასევე ექნება სპორტული სტილის სარკეები, ფართო ბორბლები, მაღალი საექსპლუატაციო თვისებების მუხრუჭები, ორი სპოილერი უკანა გაბარიტულ ფარებთან და ოთხი გამოსაბოლქვი მილი.


მისი უკანა მხარე უკვე ვიხილეთ სრულიად შეუნიღბავი. აშკარაა, რომ ის ძალიან ჰგავს ამ რენდერებს თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უკანა გამოსაბოლქვი მილები ზუსტად იგივე დონეზე არ არის განლაგებული.


ასევე ცნობილია, რომ მანქანა აღჭურვილი იქნება 4.4-ლიტრიანი ორმაგი ტურბოჩაბერვიანი V8 ძრავათი, რომელიც ამჟამინდელ M5-ში 592 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ აირჩიონ X6 M Competition ვერსია, რომელსაც 617 ცხენის ძალა აქვს.

 


ინტერნეტში გაჟონა ინტერიერის ფოტოებმაც. X6 M-ს ექნება სპორტული სავარძლები, ნახშირბადის ბოჭკოს ტრიმი სავენტილაციო ხვრელებს ზემოთ და ცენტრალური კონსოლის გარშემო. გადაცემათა გადართვის ბერკეტი კი ტყავით იქნება დაფარული.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია