Hyundai აპირებს სედანები მომხმარებელთა საჭიროებებისამებრ გარდაქმნას

რამდენიმე დიდი ავტომწარმოებელი სედანებზე თანდათან უარს ამბობს, მაგრამ ამას არ აპირებს Hyundai. კომპანიის განცხადებით, ამ კლასს ის მომავალშიც საკმაოდ უერთგულებს.


გერმანიაში, ნიურბურგრინგის მოტორსპორტის კომპლექსში Hyundai-ს სახელით გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა გამოცემა Jalopnik-ი. ჟურნალისტი ესაუბრა Hyundai-სა და Kia-ს პროდუქტების სტრატეგიისა და დიზაინის ხელმძღვანელს, თომას შემერას.

 


სედანების მომავალზე საუბრისას, შემერამ აღნიშნა, რომ ამ კლასზე მთლიანად უარის თქმის ნაცვლად, უფრო ჭკვიანურია, ავტომწარმოებლემბა ის მომხმარებელთა საჭიროებისამებრ გარდაქმნან.


„მე თუ მკითხავთ, სედანებზე უარის თქმა დიდი შეცდომაა. ახლა ყველა SUV-ებზე გადადის, ყველა ფიქრობს, რომ სედანების ბაზარი ეცემა. თუმცა, ჩვენ სხვაგვარად ვფიქრობთ. ვფიქრობთ უხეშ სტილზე. თუკი სედანის იერსახე და შეგრძნება განსხვავებულია, თქვენ ნამდვილად იგრძნობთ სხვაობას“, — ამბობს შემერა.


მისი განცხადებით, დღეს სედანების წარმოება იმ მსოფლიოში, რომელშიც მომხმარებლები ძირითადად SUV-ებსა და კროსოვერებზე გადადიან, საჭიროა სედანების სხვანაირი დიზაინი.

 


აღსანიშნავია, რომ სედანებთან მიმართებაში Hyundai-ს დამოკიდებულება მხოლოდ სიტყვებად არ რჩება და საქმითაც დასტურდება. შარშან აშშ-ში მან ახალი Accent-ი წარმოადგინა, ასევე გაუშვა რადიკალურად დიზაინირებული Sonata.


მსგავსი მიდგომა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ Hyundai აღარ ინტერესდება SUV-ებითა და კროსოვერებით. ამ კლასებში მის მოდელებს შორის არის Kona, Tucson-ი, Santa Fe, Santa Fe XL, და Palisade, სულ მალე კი Venue-ც შეემატება.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია