2023 წელს შესაძლოა, Chevrolet Camaro-ს წარმოება შეწყდეს

Chevrolet-მ Camaro 2002 წელს მოკლა და ეს ისტორია შესაძლოა, კიდევ ერთხელ განმეორდეს.


GM-დან გამოსულ მრავალ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა Muscle Cars & Trucks იუწყება, რომ მეშვიდე თაობის Camaro-ზე მიმდინარე მუშაობა შეჩერდა. შედეგად, მანქანა ხაზიდან მოიხსნება.

 


დეტალები უცნობია, მაგრამ როგორც სტატიაშია ნათქვამი, Camaro არ გადავა Alpha პლატფორმის ახალ ვერსიაზე, რომელიც წარმოდგენილია Cadillac CT4-სა და CT5-ში. ეს ნამდვილად ავბედითი ნიშანია და ნიშნავს იმას, რომ 2023 წლისთვის მისი წარმოება შეწყდება, შემდეგ კი თანდათან გაუჩინარდება.


კომენტარისთვის კომპანიას მრავალი გამოცემა დაუკავშირდა, მაგრამ ყველამ ერთნაირი პასუხი მიიღო. კომპანიაში ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ Camaro-სთან დაკავშირებული სიახლის შესახებ შემოდგომაზე განაცხადებენ.

 


საიდუმლო ნამდვილად არ არის, რომ Camaro-ს გაყიდვები საკმაოდ შთამბეჭდავია. შარშან კომპანიამ აშშ-ში 50 963 ერთეული გაყიდა, რითაც ის მესამე ადგილზე მოხვდა Dodge Challenger-ისა (66 716) და Ford Mustang-ის (75 842) შემდეგ.


Camaro-ს ბედი ამ დროისთვის გაურკვეველია, მაგრამ შარშან კომპანიამ მომხმარებლებს აცნობა შესაძლო ახალი ძალური გადაცემის სისტემის შესახებ, რომელიც მოიცავს 2.7-ლიტრიან ოთხცილინდრიან ტურბოძრავას და ორ ჰიბრიდულ ვერსიას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ავტომწარმოებელი ჯერ კიდევ ერთგული იყო Camaro-ს მიმართ. თუმცა შესაძლოა, მას შემდეგ რაღაც შეიცვალა.

 


გასული წლის შემოდგომაზე, General Motors-მა განაცხადა შვიდი სხვადასხვა მოდელის წარმოების შეწყვეტის შესახებ; მათ შორის იყო LaCrosse, Cadillac CT6 და XTS, ისევე როგორც Chevrolet Cruze, Impala და Volt-ი.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია