VW Group-მა Beetle-ის დიზაინის საავტორო უფლების შესახებ მიმდინარე დავა მოიგო

Beetle-ის თავდაპირველი დიზაინის შემქმნელის, ერვინ კომენდას ქალიშვილმა გერმანიის სასამართლოში VW Group-ს წინააღმდე საავტორო უფლებების შესახებ მიმდინარე დავა წააგო.


AutoNews-ის ცნობით, კომენდას ქალიშვილი Beetle-ის დიზაინში მამამისის მიერ შეტანილი წვლილის საკომპენსაციოდ 5 მილიონ ევროს ითხოვდა.

 


მისი მოთხოვნის თანახმად, 2014 წლის შემდეგ გამოშვებული Beetle-ის მოდელები ჯერ კიდევ შეიცავს მამამისის დიზაინის ელემენტებს, რომლებიც პირველ სამ თაობაში გამოიყენებოდა. ეს მოდელები 70 წლის განმავლობაში იწარმოებოდა და სულ გაყიდულია 22 მილიონი ეგზემპლარი.

 


მას შემდეგ, რაც სასამართლომ 1934 წელს კომენდას მიერ შექმნილი ორი ნახაზი შეისწავლა, შეწყვიტა VW Beetle-ის წინააღმდეგ საავტორო უფლებების შესახებ მიმდინარე დავა. მოსარჩელემ ასევე ვერ შეძლო იმის დასაბუთება, რომ მამამისი მონაწილეობდა Beetle-ს წინამორბედის, VW-ის KdF მოდელის დიზაინის შექმნაში. ამ მოდელის წარმოება 1938 წელს დაიწყო, დიზაინი კი ფერდინანდ პორშეს ეკუთვნოდა.

 


ერვინ კომენდა ფერდინანდ პორშესთან 1930-იან წლებში მუშაობდა; მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასევე მოღვაწეობდა კომპანია Porsche-ში. გარდაიცვალა 1966 წელს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია