ავტორბოლაში მონაწილეობის 90 წლისთავს Ferrari სპეციალური გამოფენით აღნიშნავს

ავტორბოლაში მონაწილეობის 90 წლისთავს Ferrari სპეციალური გამოფენით აღნიშნავს, რომელიც იტალიის ქალაქ მარანელოში, ფერარის მუზეუმში 5 ივნისს გაიხსნა და მნახველებს 2020 წლის მაისამდე მიიღებს.


თავად Ferrari-მ, როგორც ჩვენთვის ცნობილმა ბრენდმა, 2017 წელს 70 წლის იუბილე აღნიშნა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ Scuderia Ferrari-ს ეკიპირება საგზაო მანქანების დანაყოფზე ძველია.

 


Scuderia Ferrari-ს ისტორია დაახლოებით საუკუნის წინ იწყება როცა ენცო ფერარიმ სარბოლო მანქანების აწყობა Alfa Romeo-სთვის დაიწყო.


1939 წელს მან ჯგუფი დატოვა და საკუთარი მანქანების შექმნა დაიწყო. თუმცა, Alfa Romeo-სთან გაფორმებული ხელშეკრულება ოთხი წლის განმავლობაში უკრძალავდა მანქანებში საკუთარი სახელის გამოყენებას. გამომდინარე აქედან, ენცომ დააფუძნა კომპანია სახელად Auto Avio Costruzioni და პირველი მოდელი, 815 შექმნა 1940 წლის სარბოლო სეზონისთვის.

 


მარანელოს მუზეუმში Ferrari-ს გამოფენაზე ნახავთ ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ მოდელებს მისი დიდი და ლეგენდარული ისტორიიდან. მათ შორის არის Ferrari D50, რომელსაც ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელი მრბოლელი ხუან მანუელ ფანხიო მართავდა. გამოფენილ მანქანებს შორის ასევე ნახავთ 246 F1-ს, რომელსაც ჩემპიონატზე ბრიტანელი ავტომრბოლელი მაიკ ჰოთორნი მართავდა და 156 F1-ს; ამ უკანასკნელს 1963 წელს ინგლისელი ჯონ სარტისი მართავდა.

 


გამოფენილია 1932 წელს გამოშვებული Alfa Romeo 8C 2300 Spider-იც, რომელზეც პირველად გამოჩნდა Ferrari-ს ცხენის გამოსახულებიანი ლოგო. გარდა ამისა, მუზეუმში შეგხვდებათ უფრო ბოლოდროინდელი მოდელებიც, მათ შორის მიხაელ შუმახერის F2004 და კიმი რაიკონენის F2007. შეხვდებით სხვა ექსკლუზიურ მოდელებსაც — 288 GTO, F40, F50, Enzo, LaFerrari, P80/C.

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია