BMW ცდილობს plug-in ჰიბრიდებზე არსებული წარმოდგენა შეცვალოს

ევროკავშირის ჯარიმების ასაცილებლად, BMW თავის plug-in ჰიბრიდი (PHEV) მოდელების ხაზის გაზრდას გეგმავს. ამ გზით ავტომწარმოებელი თავის ფლოტის მიერ კონტინენტზე CO2-ის გამოყოფის შემცირებას შეეცდება.


მიუხედავად იმისა, რომ სრულად ელექტრორეჟიმში მართვაც შესაძლებელია, PHEV მოდელები ხშირად ხდება კრიტიკის საგანი, რადგან ეს მახასიათებელი არც თუ ისე დახვეწილია. გამოსავალი? BMW მას Electric City Drive გეგმას უწოდებს. ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ეს გეგმა PHEV-ის მძღოლებს შიგა წვის ძრავის გათიშვისა და მხოლოდ ბატარეების სიმძლავრის გამოყენებისკენ აგულიანებს.

 


პროგრამის მონაწილეები ელექტრორეჟიმზე გავლილ ყოველ კილომეტრზე გარკვეულ ქულებს გამოიმუშავებენ და ამ პროცესში ერთმანეთსაც ეჯიბრებიან. მიუხედავად იმისა, რომ სანაცვლოდ მძღოლები არაფერს იღებენ, გერმანულმა ავტომწარმოებელმა დაადგინა, რომ ასეთი უბრალო შეჯიბრიც კი საკმაოდ ეფექტიანია.


BMW-ს კვლევების მიხედვით, სულ მცირე 60 კმ გარბენის მანძილის მქონე plug-in ჰიბრიდები ელექტრორეჟიმში ისეთივე შორს მიდიან, როგორც სრულად ელექტრომანქანები. შედეგად, ისინი დიდებული არჩევანია იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც შიშობენ, რომ მათ ქალაქებში შიგა წვის ძრავები აიკრძალება.

 


საინტერესოა, რაში მდგომარეობს პრობლემა? მრავალი PHEV ავტომობილი კორპორატიულ ავტომობილთა ფლოტში შედის და როგორც წესი, მათთვის გათვალისწინებულია საწვავის ხარჯები, რის გამოც, მძღოლები მათ სათანადოდ არ ტენიან. ამ მიზეზის გამო, ნიდერლანდების ხელისუფლებამ PHEV ავტომობილებზე შეღავათები შეამცირა, როს გამოც 2015-დან 2017 წლამდე მათი გაყიდვები 40 000-დან 1150-მდე შემცირდა.


ახალი კამპანიით BMW ცდილობს, მომხმარებლებს plug-in ჰიბრიდი ავტომობილების სწორად გამოყენება ასწავლოს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია