Honda-ს ახალი ბალახის საკრეჭი უფრო სწრაფია, ვიდრე თქვენი მანქანა - ახალი მსოფლიო რეკორდი

2014 წელს Honda Mean Mower მსოფლიოში ყველაზე სწრაფი გაზონის საკრეჭი გახდა, როცა მისმა ტოპ-სიჩქარემ 188,08 კმ/სთ-ს მიაღწია. გასულ თვეში, მისი განახლებული ვერსია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე სწრაფად აჩქარებადი ბალახის საკრეჭი მანქანა.


გერმანიის ქალაქ დრეზდენის სიახლოვეს, Mean Mower V2-მა 0-161 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 6,29 წამში მიაღწია. რაც შეეხება მანქანის ტოპ-სიჩქარეს, ეს მაჩვენებელი 242.99 კმ/სთ-ია.

 


Honda-ს წარმომადგენელთა განცხადებით, მართალია, წინა მანქანა უკვე იყო ერთგვარი სასწაული, მაგრამ მისი ახალი ვერსია სრულიად ახალ დონეზეა აყვანილი.


Mean Mower V2 მუშაობს 999cc-ზე, ოთხცილინდრიან ძრავაზე, რომლითაც ასევე აღჭურვილია სპორტული მოტოციკლი CBR1000RR Fireblade SP-ი. წუთში 13 000 ბრუნზე (rmp) საკრეჭი მანქანა 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, წინა საკრეჭზე თითქმის ორჯერ მეტს.

 


გამომდინარე იქიდან, რომ მანქანის წონა 69,1 კილოგრამია, სიმძლავრე-წონის პროპორცია გაცილებით უკეთესი აქვს, ვიდრე Bugatti Chiron-ს.


მიუხედავად იმისა, რომ Mean Mower V2 -ი 96 კმ/სთ-ს სამ წამში ავითარებს, მანქანა მხოლოდ ბალახის კრეჭას სჯერდება. ელექტროძრავს ორი ბატარეა ამუშავებს.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია