Kia ადასტურებს, რომ მის ახალ, პატარა კროსოვერს Seltos-ი ერქმევა

Kia-ს განცხადებით, მის ახალ პატარა SUV-ს Seltos-ი ერქმევა. სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სახელი მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან, სადაც ეს სახელი ჰერაკლეს ვაჟს ერქვა. სახელწოდება ხაზს უსვამს მანქანის სისწრაფესა და სპორტულობას.

 


დიზაინი აერთიანებს თვალისმომჭრელ სტილსა და საკმაოდ დიდ სივრცეს კომპაქტურ პაკეტში. სალონში ნახავთ 10,25-ინჩიან საინფორმაციო დისპლეის და Sound Mood Lighting-ს.


Seltos-ის დიზაინი უკვე წლის დასაწყისში გარკვეულწილად უკვე ვიხილეთ SP Concept-ში; ეს ორი მანქანა თითქმის იდენტურად გამოიყურება. ინტერიერის ამსახველი გარკვეული ფოტოები Kia-მ გასულ თვეში გამოაქვეყნა.

 


გარდა ზემოთ ხსენებული საინფორმაციო დისპლეისა, ამ კადრებში ასევე კარგად ჩანს, რომ კროსოვერს საკალიბრო კლასტერზე ექნება ცენტრალური დისპლეი, სამმანიანი საჭე, მრავალფერიანი ტორპედო და მართვის სხვადასხვა რეჟიმები.

 


Kia Seltos-ის ონლაინ-პრემიერა თვის ბოლოს შედგება, გაყიდვები კი კორეასა და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია