ინტერნეტში Ferrari-ს ახალი ჰიბრიდული სუპერმანქანის ფოტო გავრცელდა

ინტერნეტში Ferrari-ს ახალი ჰიბრიდული სუპერქარის ფოტო ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანქანას SF90 Stradale ერქმევა.


თავის ახალი, შუაში განთავსებული ძრავის მქონე მანქანის ტიზერი ფოტოები Ferrari-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ახალი ფოტო კერძო პრეზენტაციის დროს არის გადაღებული.


მიუხედავად იმისა, რომ ფოტო დაბალი ხარისხისაა, მაინც ჩანს, რომ სტილის გარკვეული დეტალები საერთოა Ferrari-ს სხვა ბოლო მოდელებთან.

 


პირველივე შეხედვისას გაგახსენდებათ Ferrari J50. გარდა ამისა, მსგავსებას ნახავთ F8 Tributo-სთანაც.


ნაწილობრივ ჩანს სუპერმანქანის წინა ფარებიც, რომლებიც საკმაოდ განსხვავდება Ferrari-ს სხვა ამჟამინდელი მოდელებისგან.


SF90 Stradale ძალიან სწრაფი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, აღჭურვილი იქნება ორტურბინიანი (ორმაგი ტურბო) 3.9-ლიტრიანი V8 ან ორტურბინიანი V6 ძრავით, ელექტროძრავითა და ოთხივე წამყვანი თვლის სისტემით. 100 კმ/სთ-ს მანქანა სულ რაღაც 2 წამში განავითარებს.

 


გარდა ამისა, პორტალ Carscoops-ის ცნობით, 200 კმ სთ ავტომობილმა შეიძლება 6,8 წამში განავითაროს, ზუსტად ისე, როგორც LaFerrari-მ.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია