დღეს, როცა ბაზარზე SUV-ების ბუმია, შეიძლება იფიქროთ, რომ საერთოდ აღარ დარჩა ადგილი დიზელზე მომუშავე მსუბუქი ავტომქანქანებისათვის. თუმცა, Audi-ს ძალიან სჯერა, რომ ასეთ მანქანებს მომავალი ნამდვილად აქვს.
ამის დასტურია ახალი S6 Avant-ი. ევროპაში ის დიზელის ძრავით გამოჩნდა. 3.0-ლიტრიანი V6 TDI ძრავას 344 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, აქვს ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა და რვასიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
100 კილომეტრს მანქანა 5,1 წამში ავითარებს, S7 Sportback-ის მსგავსად, თუმცა 0,1 წამით ჩამორჩება S6 სედანს. სამივე მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.
2020 წლის S6 Avant-ი არა მხოლოდ საკმაოდ სწრაფი და ტევადია, არამედ გამოირჩევა ეკონომიურობითაც. Audi-ს განცხადებით, საწვავის მოხმარება 100 კმ-ზე 6,5 ლიტრია, CO2-ის გამოყოფა კი 171 გ/კმ.
აღსანიშნავია, რომ სამივე მოდელი, S6 Avant-ი, S6 სედანი და S7 აშშ-ში დაბალბრუნიანი ძრავით ხელმისაწვდომი არ არის. ამერიკის კონტინენტზე, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მათ ბენზინის 2.9-ლიტრიანი TFSI V6 ძრავები აქვთ.