შემდეგი თაობის Kia Optima-ს ახალი პროგრესული დიზაინი და ძლიერი იდენტობა ექნება

გასულ თვეში, ნიუ-იორკის ავტოშოუზე Hyundai-მ 2020 წლის Sonata წარმოადგინა. სამხრეთკორეულმა ავტოჯგუფმა მთელი ყურადღება ამჯერად Kia Optima-სკენ მიმართა.

 

Kia-ს დიზაინის ხელმძღვანელი მომავალი სედანის შესახებ გარკვეულ ახალ დეტალებს ამხელს. გამოცემა Autocar-თან საუბრისას, ბიუნგ ჩულ ჯუჰმა აღნიშნა, რომ შემდეგ Optima-ს ექნება ახალი დიზაინი, მაგრამ არა ექსტრემალური, არამედ პროგრესული, რომელიც ძლიერ გაუსვამს ხაზს ბრენდის იდენტობას.

 

 

დიზაინის ენაში ასახული იქნება Kia-ს ინოვაციური, ახალგაზრდული, გამომწვევი, საკულტო და „მაგარი“ მახასიათებლები. მისივე თქმით, მოდელს ასევე ექნება "მოულოდნელი დეტალები“.

 

დიზაინის ახალი ენა თანდათან მოერგება სხვა Kia-ებსაც და თითოეული სეგმენტი მიიღებს განსხვავებულ, „ვეფხვის სახეს“ წინ, უკან კი უფრო სამგანზომილებიან იერსა და შეგრძნებას. კომპანია გააგრძელებს მისთვის ჩვეული ცხაურის გამოყენებას, მაგრამ როგორც Hyundai Motor Group-ის დიზაინის უფროსი ოფიცერი ლუკ დონკერვოლკი აღნიშნავს, მომავალში მოდელებს ექნება მეტი სპორტული დეტალი. როგორც ჩანს, ამ ცვლილებებში Kia დაარწმუნა კონცეპტმა Imagine-მა, რადგან ეს მოდელი აღჭურვილი იყო ე. წ. ვეფხვის ნიღბით.

 

 

გარდა შემდეგი Optima-სი, დონკერვოლკმა ასევე ისაუბრა შემდეგი თაობის Sportage-ზე და აღნიშნა, რომ ის უფრო გაბედული იქნება, ვიდრე ახალი Hyundai Tucson-ი. ამ დიზაინირებულ კროსოვრეს სავარაუდოდ მალე ვიხილავთ.

 

გარდა Kia-სი, დიზაინის ახალ ენას მიიღებს Hyundai-ც. დონკერვოლკის განცხადებით, მისი სტილი იქნება „სექსუალური, მაცდუნებელი, შეგრძნებადი, სპორტული, გაბედული და მოდური“.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომავალ მოდელებს უფრო ემოციური და ხარისხიანი დიზაინი ექნება.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია