Airbus-მა მფრინავი ტაქსი გამოსცადა

Airbus-ი თავის Alpha Two-ის პროტოტიპის ახალ ფოტოებს აქვეყნებს. კომპანიის გეგმების მიხედვით, მომავალში ის მისი თვითმართვადი მფრინავი ტაქსი უნდა გახდეს. 

 

Alpha Two კომპანიის პროექტ Vahana-ს ფარგლებში შეიქმნა. როგორც ფოტოებზე ჩანს, პროტოტიპი არ ჰგავს ტრადიციულ თვითმფრინავს ან ვერტმფრენს და აქვს საკუთარი ხასიათი. საფრენი სისტემა რვა პროპელერისაგან შედგება.  

 

Airbus-ის განცხადებით, წინა მოდელით, Alpha One-ით, უკვე შესრულდა 59 სრულმასშტაბიანი სატესტო ფრენა. 

 

 

გამომდინარე იქიდან, რომ ხომალდმა თავისით უნდა იმუშაოს, აღჭურვილია მოწინავე ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამული უზრუნველყოფით, რაც მას ჰაერში ყველანაირი დაბრკოლების დაძლევის საშუალებას აძლევს. ეს სისტემა  Airbus-მა თავის Wayfinder ტექნოლოგიით შექმნა. 

 

წინამორბედისგან განსხვავებით, Alpha Two-ს აქვს დასრულებული სალონი. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი ჯერ კიდ ვ კონცეპტის ეტაპზეა, კარგად ჩანს, რომ ის ერთ მგზავრზეა გათვლილი, აქვს მინის სახურავი და პატარა ცენტრალური ეკრანი. 

 

 

Airbus-მა პროექტი Vahana 2016 წელს დაიწყო. მიზანი ვერტიკალურად აფრენად-დაფრენადი ელექტრო პროტოტიპის შექმნა იყო. პროექტი აქტიურად იზრდებოდა და უკვე 3 მაისს, სატესტო ფრენისას, პროტოტიპმა Alpha Two-მ 170 კმ/სთ განავითარა. 

 

 

საჰაერო ხომალდების მწარმოებელ გიგანტს სჯერა, რომ პერსონალური საჰაერო სატრანსპორტო საშუალება კარგი პასუხი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში წარმოქმნილ სატრანსპორტო გამოწვევებზე. ხომალდის დასრულებას Airbus-ი მომავალ წელს გეგმავს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია