გერმანიის პოლიცია ტესტ-დრაივის დროს მოპარულ Ferrari 288 GTO-ს ეძებს.
გამოცემა The Seattle Times-ის ცნობით, ქალაქ დიუსელდორფის პოლიცია ეძებს კაცს, რომელიც 288 GTO-ს პატრონს მყიდველად გაეცნო და მანქანის შესამოწმებლად გატარება სთხოვა.
დათქმულ ადგილას, Ferrari-ს მეპატრონე მანქანიდან გადმოვიდა და მყიდველს ადგილი დაუთმო. ამის შემდეგ, მყიდველი სასწრაფოდ ჩახტა მძღოლის სავარძელზე და გაიქცა, პატრონი კი ადგილზე დატოვა.
გერმანიის პოლიციის განცხადებით, იტალიური სპორტული ავტომობილის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. მანქანის ფასი 2,2$ მილიონი იყო.
მანქანა აღჭურვილია 2.9-ლიტრიანი ორმაგი ტურბოჩაბერვიანი V8 ძრავით, რომელსაც 395 ცხენის ძალა და 496 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი აქვს. ყველა მოდელს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს.
288 GTO ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილია და უფრო იშვიათია, ვიდრე F40, F50, Enzo და LaFerrari-ს ჰიპერქარები.