2020 წლის Hyundai Elantra-ში მექანიკური კოლოფი ამოღებულია, მოდელს ახალი უსაფეხურო გადაცემათა კოლოფი ექნება

2019 წელს Hyundai Elantra-მ მნიშვნელოვანი განახლებები მიიღო. კომპანია ტრადიციას აგრძელებს და 2020 წლის მოდელში მრავალ ახალ ცვლილებას აანონსებს.


მათ შორის უდიდესი ცვლილებაა ახალი ჭკვიანი უსაფეხურო გადაცემათა კოლოფი, რომელიც ჩაანაცვლებს წინა ექვსსიჩქარიან მექანიკურ და ექვსსიჩქარიან ავტომატურ ტრანსმისიებს. ამ კოლოფებით აღჭურვილი იყო Atkinson-ის 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავები.


მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროა მექანიკური კოლოფის კიდევ ერთი მარცხის ხილვა, ახალი გადაცემათა კოლოფი მანქანას დამატებით 2 mpg-ს მიანიჭებს. შედეგად, Elantra SE-ს 35 mpg ექნებ. რაც შეეხება Elantra SEL-ს, Value Edition-სა და Limited-ს, მათ 35 mpg ექნებათ.

 


გარდა ახალი გადაცემათა კოლოფისა, 2020 წლის Elantra მიიღებს დამატებით სტანდარტულ აღჭურვილობას, მათ შორის ორზონიანი ავტომატური კლიმატკონტროლის სისტემას, 3,5-ინჩიან TFT დისპლეისა და მრავალ SmartSense უსაფრთხოების სისტემას. ეს უკანასკნელი მოიცავს წინა მხრიდან შეჯახების აცილების დამხმარეს, ზოლში დარჩენის დამხმარესა და მძღოლის ყურადღების გამაფრთხილებელს.

 


ხელმისაწვდომი იქნება სამი სახის ძრავა. ზემოთხსენებულ 2.0-ლიტრიან ოთხცილინდრიან ძრავას 149 ცხენის ძალა ექნება, Elantra Eco-ს კი ტურბოჩაბერვიანი 1.4-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა 128 ცხენის ძალით. გარდა ამისა, Eco ასევე მიიღებს ძრავის start/stop სისტემას.


ხაზში ბრუნდება Elantra Sport-ი, მაგრამ მექანიკური გადაცემათა კოლოფი მასში ამოღებულია. შედეგად, იგი აღჭურვილი იქნება ტურბოჩაბერვიანი 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით (201 ცხენის ძალა), რომელიც მიერთებულია შვიდსიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის კოლოფთან.

 


2020 წლის Hyundai Elantra-ს ბაზარზე მალე გავა, ფასი კი 18 950$-დან დაიწყება. გაყიდვები მალე დაიწყება. რაც 1750 დოლარით მეტია წინა მოდელთან შედარებით.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია