Rolls-Royce და RM Sotheby ადასტურებენ, რომ 2020 წლის Rolls-Royce Phantom-ის სპეციალურ გამოშვებას ამ შემოდგომაზე, ბრიტანული ავტომწარმოებლის 115-ე იუბილესთვის გაიტანენ აუქციონზე.
კომპანია ერთი ეგზემპლარის მქონე ავტომობილის მხოლოდ ბუნდოვან, დიზაინის მონახაზის სტილში გადაწყვეტილ ფოტოს აქვეყნებს. სურათზე ჩანს, რომ მანქანა კაშკაშა წითელი იქნება, მაგრამ საკმაოდ ბუნდოვანია ექსტერიერის სხვა დეტალები. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ვიხილოთ მრავალი ისეთი ელემენტი, რომელიც ხაზს გაუსვამს ავტომობილის უნიკალურობას.
Rolls-Royce-ის განცხადებით, მანქანის სალონში ტყავის დეტალები ხელით გაფორმდება. ექსტერიერის წითელი ფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ფერის გარკვეული დეტალები ინტერიერშიც იქნება. კაბინაში ასევე იქნება სპეციალური კარის ზღრუბლები და მორგებული ფირფიტები. უდავოა, რომ ექსტერიერის მსგავსად, სალონშიც იქნება ისეთი დეტალები, რომლებიც მანქანის გამორჩეულ ხასიათს გაუსვამს ხაზს.
Rolls-Royce Phantom-ის ყიდვა ალბათ მხოლოდ უმდიდრეს ადამიანებს შეეძლებათ, რადგან მსგავსი მოდელების ფასი როგორც წესი, სულ მცირე 450 000$-დან იწყება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აუქციონებზე ფასები ხშირად საკმაოდ მაღლა ადის, არ არის გამორიცხული, ის მილიონ დოლარადაც გაიყიდოს.