BMW და Microsoft-ი ეძებს ღია წყაროს პლატფორმის შექმნის გზებს, რომელიც გერმანული ავტომწარმოებლის ჭკვიან პერსონალურ დამხმარეს (Intelligent Personal Assistant) უფრო მეტად პერსონალიზებულს გახდის, ექნება უფრო ბუნებრივი ჟღერადობა და „მულტირეჟიმის“ ფუნქცია.
ავტომწარმოებლის განცხადებით, Microsoft Azure-ზე მომუშავე BMW Open Mobility Cloud-ი და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მუდმივად გაზრდის პერსონალური დამხმარის შესაძლებლობებს მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის.
მაგალითად, BMW-ს მომხმარებლებს სასურველ დილერთან შეხვედრის დაგეგმვა შეეძლებათ ჭკვიან პერსონალურ დამხმარესთან საუბრის შედეგად. გარდა ამისა, მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ პირადი ელექტრონული ფოსტისა და კალენდარში ჩანიშნული შეხვედრების მართვა მოძრაობის დროს.
BMW-სა და Microsoft-ის ჯგუფები მიუნხენსა და სიეტლში მრავალ ახალ საკითხზე მუშაობენ, რისი მიზანიც ურთიერთმკვეთი არხების შესაძლებლობების მქონე პერსონალური დამხმარეს შექმნაა, რომელსაც მომხმარებლებთან ბუნებრივი საუბრის უნარიც ექნება.
ამჟამად, თანამედროვე BMW-ს მომხმარებლებს შეუძლია უბრალოდ თქვან „ჰეი, BMW, მცივა“ და მანქანის ჭკვიანი პერსონალური დამხმარე ტემპერატურას ავტომატურად დაარეგულირებს. კარგი ამბავი კი ის არის, რომ მსგავს შესაძლებლობებს BMW მუდმივად ხვეწს და აახლებს.