15 მაისს McLaren-ი ახალ Grand Tourer-ს წარმოადგენს

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, McLaren-ი Grand Tourer-ის სრულიად ახალ მოდელს წარმოადგენს.
ოფიციალური პრეზენტაცია 15 მაისს შედგება, თუმცა ინტერნეტში უკვე ვრცელდება სავარაუდო დეტალები. McLaren-ის განცხადებით, ავტომობილს იგივე DNA ექნება, რაც მოდელ Speedtail Hyper-GT-ს.


ახალი GT თავის ადგილს უკვე არსებული Sports Series-სა და Super Series-ს მოდელების გვერდით დაიკავებს, მაგრამ მისი დანიშნულება სრულიად განსხვავებული იქნება. McLaren-ის განცხადებით, ეს მოდელი„სრულიად გადააფასებს Grand Tourer-ის სეგმენტის წესებს, შეიმუშავებს McLaren-ის განახლებულ ინჟინერიასა და დინამიკას, აღიჭურვება მაღალი ხარისხის მასალებით და გამორჩეული იქნება განსაკუთრებული კომფორტით“.

 


რაც შეეხება ვიზუალს, როგორც ჩანს, ახალი GT-ს McLaren-ს ამჟამინდელი ნებისმიერი მოდელისგან განსხვავებული ექსტერიერის სუფთა დიზაინი ექნება.


„ამ მანქანაში შერწყმული იქნება წარმადობის მოწინავე დონე და კონტინენტის კვეთის შესაძლებლობები, თანაც ულამაზეს, მსუბუქ სხეულში. ეს გახლავთ მანქანა, რომელიც შორი მანძილებისთვის დაპროექტდა და რომელიც, Grand Tourer-ისთვის მოულოდნელ კომფორტსა და სივრცეს გვთავაზობს“, — ამბობს McLaren-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკ ფლეივიტი.


„გარდა ამისა, ის გამორჩეული იქნება ისეთი სიმარჯვით, როგორიც ამ სეგმენტში არასოდეს გვინახავს. იქნება ყველაზე მსუბუქი Grand Tourer-ი სიმძლავრისა და წონის საუკეთესო პროპორციით; გპირდებით, ის ერთ-ერთი უსწრაფესი მანქანა იქნება“.


მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერია ცნობილი ძალური გადაცემის სისტემის შესახებ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალ Grand Tourer-ს სულ მცირე 600 ცხენის ძალა ექნება.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია