თვის ბოლოს Skoda 2020 წლის Superb-ს წარმოადგენს

დებიუტიდან ოთხი წლის შემდეგ, მესამე თაობის Skoda Superb-ის დრო დადგა. მანქანის პრეზენტაცია თვის ბოლოს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე შედგება. ავტომწარმოებელი სარეკლამო ფოტოსაც აქვეყნებს, რომელშიც აშკარად ჩანს გარკვეული ვიზუალური ცვლილებები.

 


წინა მხარეს შენიშნავთ განახლებულ ფარებსა და ბამპერის ქვედა ნაწილს, სადაც შენარჩუნებულია სავაჭრო ნიშნის ცხაურის დიზაინი. რაც შეეხება უკანა მხარეს, ჩვეულებრივი ლოგოს ნაცვლად საბარგულის სახურავზე გამოჩნდება წარწერა „SUPERB“. განახლებულია LED გრაფიკა და ლენტი, რომელიც შესაძლოა, ან ქრომის იყოს, ან უბრალოდ სანათი ზოლი.


განახლებული იქნება ინტერიერის დიზაინიც, ახალი საინფორმაციო ეკრანებითა და სტანდარტული Android Auto-სა და Apple CarPlay-ის სმარტფონის ინტეგრაციით. საერთო ჯამში მოსალოდნელია, რომ ინტერიერში Skoda მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოგვთავაზებს.

 


2020 წლის Superb-ს plug-in hybrid-ი ძალური გადაცემის სისტემა ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, ეკო-მეგობრული მანქანა იმავე კომპლექტს გამოიყენებს, რაც Volkswagen Passat GTE-ს აქვს. ეს გახლავთ 1.4-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავა და ელექტროძრავა, რომლებიც საერთო ჯამში 215 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ; მაბრუნი მომენტი 400 ნიუტონ-მეტრია. აღსანიშნავია, რომ გერმანული მოდელი 9,9 კილოვატსაათიან ლითიუმ-იონურ ბატარეას იყენებს, რომლითაც მანქანა 50 კმ-ს გადის.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია