ვისაც 2019 წლის Cadillac CT6-ის შეძენა სურს, რომელიც GM-ის 2.0-ლიტრიანი ტურბოჩაბერვიანი ძრავით არის აღჭურვილი — შესაძლოა, დააგვიანდათ.
CT6-ის შეკვეთების სისტემაში, Cadillac Society-მ აღმოაჩინა, რომ 2.0-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ტურბო-ვერსიის 2019 წლის მოდელი აღარ იწარმოება და ხელმისაწვდომიც აღარ არის.
ამ მოდელს 237 ცხენის ძალა და 350 ნიუტონ-მეტრი ძალის მომენტი ჰქონდა; გაყიდვაში იყო მხოლოდ ექსკლუზიურად უკანა წამყვანი თვლების მქონე კონფიგურაციით.
მოდელის წარმობის შეჩერებას Cadillac-ი ოფიციალურად ადასტურებს გამოცემა Carscoops-ისთვის მიწოდებულ განცხადებაში.
„Cadillac-ი მომხმარებელს ამჟამად სთავაზობს CT6-ის სამ ვარიანტს — 3.6-ლიტრიან V-6 ატმოსფერული ძრავით, ორმაგი ტურბო 3.0-ლიტრიან V-6 ძრავითა და ორმაგი ტურბო 4.2-ლიტრიანი V-8 ძრავით. ეს სამი ძრავი სავსებით საკმარისია ამ სეგმენტის მომხმარებელთათვის“, — წერია Cadillac-ის განცხადებაში.
Cadillac-ის გადაწყვეტილება ასევე ნიშნავს იმას, რომ ხელმისაწვდომი აღარ იქნება ამ სედანის უკანა წამყვანი თვლების მქონე ვერსია, რადგან სამივე დარჩენილ ვარიანტს ოთხივე წამყვანი თვალი (სრული ამძრავი) აქვს.