Porsche Panamera 10 წლისაა - მოდელის მოკლე ისტორია

2009 წლის აპრილში, როცა Porsche-მ Panamera გამოუშვა, ოთხკარიანი უმაღლესი კლასის ავტომობილების სეგმენტში მსგავსი მანქანა არ არსებობდა.


ეჭვები მისი წარმატების შესახებ სულ მალე გაცამტვერდა, რადგან გერმანულმა ავტომწარმოებლმა ადვილად დაძლია წარმოების გეგმა — 20 000 მანქანა წელიწადში. საერთო ჯამში, მსოფლიო მასშტაბით Porsche-მ 235 000 Panamera გაყიდა.

 


„როგორც ტექნოლოგიურმა პლატფორმამ ინოვაციებისთვის, რომლებიც შემდეგ სხვა მოდელებსაც გადაეცა Panamera-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გასული ათი წლის განმავლობაში ბრენდის ისტორიის ფორმირებაში. მაღალი საექსპლუატაციო თვისებების მქონე ჰიბრიდული ვარიანტებით, ის ახლა Porsche-ს ელექტრომობილობის პიონერია“, — ამბობს Porsche-ს საბჭოს წევრი მაიკლ შტაინერი.

 

როგორ დაიწყო ყველაფერი?

ავტომწარმოებლის 70-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მისი ინჟინრები გამუდმებით ცდილობდნენ ეპოვათ საუკეთესი ვარიანტი, რომელიც ერთმანეთში შეაჯერებდა ტყავის 4-სავარძელიან და 4-კარიან მოდელს.

 

1950-იან წლებში მათ 356-ზე დაყრდნობით შექმნეს ოთხადგილიანი მოდელი, რომელსაც Type 530 უწოდეს. ჰქონდა გრძელი თვლების ბაზა, ფართო კარები და უკან აწეული სახურავი.

 


ამას მოჰყვა 911-ზე დაფუძნებული 4-კარიანი პროტოტიპი, 1980-იან წლებში კი ვიხილეთ 928-ის დაგრძელებული ვარიანტები, ისევე როგორც Type 989 პროტოტიპი — ტყავის ოთხკარიანი კუპე.


შემდეგ იყო Mirage, Meteor და Phantom კონცეპტები, რომლებმაც საფუძველი დაუდეს Panamera-ს შექმნას. სახელი მოდელს მექსიკური რბოლის, „კარერა პანამერიკანასგან“ ეწოდა.


„გვსურდა შეგვექმნა ოთხადგილიანი სპორტული მანქანა სწრაფი სახურავის ხაზით, ფართო უკანა გადასახსნელი ბორტით და ჰეტჩბეკი“, — ამბობს Porsche-ს დიზაინის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ მოერი.

 

19 აპრილი, 2009 — მსოფლიო პრემიერა

პირველი თაობის Panamera Porsche-მ 10 წლის წინ, შანხაიში, მსოფლიოს ფინანსური ცენტრის 94-ე სართულზე წარმოადგინა.

 


ბაზარზე გაშვების შემდეგ, Porsche-მ მოდელის დიაპაზონი გააფართოვა ბენზინის, დიზელისა და ჰიბრიდული ვარიანტებით; შეიქმნა უკანა წამყვანი და ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ვერსიებიც. ზოგიერთი მოდელი აღიჭურვა ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაც კი, თუმცა, მოდელების უმეტესობა 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფით იყო ხელმისაწვდომი.


2013 წლის მოდიფიცირებული ვარიანტის შემდეგ, Porsche-მ ჩინეთის ბაზრისთვის შექმნა გაფართოებული თვლების ბაზის მქონე ვერსია.


ამჟამად, მეორე თაობის მოდელს აქვს როგორც სტანდარტული, ისე გაფართოებული თვლების ბაზა, გვაქვს უფრო პრაქტიკული Sport Turismo ვარიანტი. არ უნდა გამოგვრჩეს უფრო გაუმჯობესებული საბორტო ტექნოლოგიები და მძლავრი ძრავები, რომლებიც 330-680 ცხენის ძალას შორის მერყეობს.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია