Audi-მ სავარაუდოდ მუშაობს ახალ E-Tron GTR-ზე, რომელიც R8-ს ჩაანაცვლებს

Audi-ს გადაწყვეტილებამ, რომ თანდათან გადავიდეს ელექტრომობილებზე, შესაძლოა, სახელგანთქმული მოდელი R8 შეიწიროს.


Car Magazine-ის ცნობით, ამ მოდელს ახალი სპორტული e-tron GTR-ი ჩაანაცვლებს.


გავრცელებული ინფორმაციით, ის 2022 წელს გამოჩნდება და აღჭურვილი იქნება 95 კილოვატსაათიანი ნახევრადგამტარული ბატარეით, რომელიც სამ ელექტროძრავს მოამარაგებს და რომლებსაც საერო ჯამში 670 ცხენის ძალა ექნება. შედეგად, ეს მანქანა 100 კმ/სთ-ს 2 წამში განავითარებს. გარბენის მანძილი 483 კმ იქნება, 161 კილომეტრით მეტი, ვიდრე e-tron კროსოვერს.

 


e-tron GT-ის მსგავსად, e-tron GTR დაეფუძნება Porsche Taycan’s J1-ის პლატფორმას. წყარო მეტ დეტალს არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ მოდელს ექნება ალუმინის მონოკოკი შასი და ოთხივე წამყვანი თვალი (სრული ამძრავი).


ინფორმაცის საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ შესაძლოა, მხოლოდ ზღვაში წვეთი იყოს. ცოტა ხნის წინ Volkswagen-მა განაცხადა, რომ ნახევრადგამტარი ბატარეების წარმოების ხაზი მზად იქნება 2025 წლისთვის, მაგრამ მასობრივი წარმოება 2025-2030 წლებს შორის დაიწყება.

 


უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად არ არის პირველი შემთხვევა, როცა გვესმის Audi-ს გეგმების შესახებ მაღალი საექსპლუატაციო თვისებების მქონე ელექტრომობილებთან დაკავშირებით. იანვარში, Audi-ს თავმჯდომარე ბრამ სკოტმა დაადასტურა გავრცელებული ცნობები PB18 e-tron-ის შეზღუდულ წარმოებასთან დაკავშირებით.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია