Ford Mustang-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სპორტული კუპეა - მეოთხე წელი ზედიზედ

55-ე დაბადების დღეზე, Ford Mustang-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი კუპეს ტიტულს ინარჩუნებს, სტატუსს, რომელიც მან ოთხი წლის წინ მიიღო.


2018 წელს Ford-მა 113 066 ერთეული Mustang-ი გაყიდა. წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 2019 წელს 27 პროცენტით არის გაზრდილი გაყიდვები ევროპაში. გარდა ამისა, 2018 წელს ბრენდის საბაზრო წილი ნახევარი პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

 


აშშ-ში გაიყიდა 75 842 ერთეული, რაშიც დიდი როლი ითამაშა ახალმა Bullitt ვერსიამ. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, შარშან იქ 2 323 Mustang-ი გაიყიდა და ეს რიცხვი 5 პროცენტით მეტია 2017 წლის მაჩვენებელტან შედარებით.


„55 წლის წინ, Mustang-ის გამოშვებით ჩვენ ისტორია შევქმენით. არაფერი გამოხატავს თავისუფლებას ისე და არაფერი განიჭებთ მართვით ისეთ სიამოვნებას, როგორც Mustang-ი. ის ნამდვილი კულტია. არაფერია გაზაფხულის მშვენიერ დღეს მის V8 ძრავის ღრიალზე უკეთესი. გასაკვირიც არ არის, რომ ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტული კუპეა“, — ამბობს Ford-ის გლობალური ბაზრების პრეზიდენტი ჯიმ ფარლი.

 


როგორც Ford-ის მსოფლიო გაყიდვების მონაცემებიდან ირკვევა, 2018 წელს Mustang-ი ხელმისაწვდომი იყო 146 ქვეყნის ბაზარზე; 2015 წლიდან დღემდე კი მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მეექვსე თაობის 500 000 ავტომანქანა. მათ შორის 45 000 ერთეული ევროპაზე მოდის.

 


გთავაზობთ ევროპის 20 ქვეყანას, რომელშიც ყველაზე მეტი Mustang-ი გაიყიდა (შემთხვევითი თანმიმდევრობით): ავსტრია, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, შვედეთი და შვეიცარია.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია