შანხაის ავტოშოუზე Nissan-მა ახალი Sylphy წარმოადგინა

შანხაის ავტოშოუზე Nissan-მა ახალი Sylphy წარმოადგინა. რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტში ამ მოდელის დაბალი რეზოლუციის ფოტოებმაც გაჟონა.


წინამორბედთან შედარებით, ახალ Sylphy-ს აქვს გაცილებით პრიალა და დახვეწილი ექსტერიერი. მაგალითად, წინა ნაწილში თქვენ ნახავთ მახვილ ფარებს, ბამპერის ქვედა ნაწილში კი მკვეთრ ნისლსაწინააღმდეგო ფარებს. ასევე შენიშნავთ შავ ცხაურს V-ს ფორმის სამგანზომილებიანი დიზაინით. განსხვავებულად გამოიყურება უკანა ნაწილიც, დიდწილად ეს მკვეთრი სახასიათო ხაზების დამსახურებაა, რომლებიც ბამპერისა და ახალი გაბარიტული ფარების გასწვრივ გადის.

 


Nissan-ის განცხადებით, ახალი Sylphy-ს დიზიანირებული ექსტერიერი ნიშნავს იმას, რომ მისი შუბლური წინაღობის კოეფიციენტი 0,26-ია, იგივე, რაც Nissan GT-R-ის.


იაპონურ ავტომწარმოებელს ავტომობილის ძალური გადაცემის სისტემის დეტალები არ დაუკონკრეტებია. გაამჟღავნა მხოლოდ ის, რომ მანქანა იყენებს კომპანიის ახალ HR16DE Gen 3 ჭკვიანი მართვის ძრავასა და Xtronic ტრანსმისიას. დამატებითი დეტალები სავარაუდოდ ცნობილი გახდება შანხაის ავტოშოუს მსვლელობისას.

 


რაც შეეხება ინტერიერს — ახალ Nissan Sylphy გათვლილია ხუთ ადამიანზე; სავარძლები გადაწყვეტილია შავ, ღია რუხ და რუჯისფერ დეტალებში. ხელსაწყოთა პანელის ცენტრში განთავსებულია საინფორმაციო სისტემის 8-ინჩიანი დისპლეი; საზომ ხელსაწყოთა ციფრული პანელი კი 7-ინჩიანია.

 


ახალ მანქანაში წარმოდგენილ სხვა ტექნოლოგიებს შორის არის ჭკვიანი ტრასის კონტროლი, ჭკვიანი სვლის კონტროლი და ექსტრემალური მუხრუჭი პედლის არასწორად გამოყენების შემთხვევაში. ასევე ნახავთ წინიდან შეჯახების გაფრთხილების სისტემას, უხილავი ზონების გამაფრთხილებელ სისტემას, ხაზიდან გადასვლის გამაფრთხილებელ სისტემას, გზაჯვარედინებზე გამაფრთხილებელსა და ჭკვიან მართვის გამაფრთხილებელს.


ახალი Nissan Sylphy-ს ფასი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია