2020 წლის Hyundai Sonata ციფრული გასაღებით იქნება აღჭურვილი, რომელსაც სმარტფონში ჩამოტვირთავთ

ნიუ-იორკის ავტოშოუზე Hyundai ციფრული გასაღების (Digital Key) ტექნოლოგიის წარმოსადგენად ემზადება, რომელსაც ის 2020 წლის Sonata-ში გამოიყენებს.


ციფრული გასაღები სმარტფონის აპლიკაციაა, რომელიც ჩაანაცვლებს თქვენი მანქანის ტრადიციულ გასაღებს. მუშაობს მხოლოდ ავტორიზებულ სმარტფონებზე, NFC ტექნოლოგიით. მძღოლის კარის სახელურზე მოთავსებულია ერთი NFC ანტენა; მეორე, ძრავის ჩართვის ანტენა კი ცენტრალურ კონსოლზეა განთავსებული, უკაბელო დამუხტვის პადზე.

 


ავტორიზაციის გავლის შემდეგ, გასაღები თქვენს სმარტფონს მანქანის სხვადასხვა სისტემების დისტანციურად გაკონტროლების საშუალებას მისცემს, Bluetooth Low Energy (BLE) ტექნოლოგიით. შეგეძლებათ მანქანის ჩაკეტვა და გაღება, სიგნალიზაციის ჩართვა და მანქანის დაქოქვა 9 მეტრის მანძილიდან.


გასაღების გამოყენება ოთხ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია, რაც მანქანის გაზიარების საშუალებას იძლევა. მანქანაში ასევე ინახება თქვენი რჩეული პარამეტრები, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილმა ავტომატურად იცის, როგორ გაასწოროს გვერდითა სარკეები, რადიოტალღა, ხმის პარამეტრები და სავარძლის პოზიცია.

 


უსაფრთხოებისთვის Hyundai იყენებს Trustonic Application Protection-ს, რაც უზრუნველყოს, რომ ტრანსფერის მოთხოვნა უსაფრთხოდ დაადასტუროს ნამდვილმა, ავტორიზებულმა მომხმარებელმა სანდო მოწყობილობაზე.


თუ მანქანის მფლობელი თქვენ ხართ, რა თქმა უნდა, თქვენი ნდობის კოეფიციენტი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ავტორიზებული მოხმარებლებისა. შეგეძლებათ დააყენოთ მანქანის ფუნქციონირების ნებართვაც, ისევე როგორც წვდომის ხანგრძლივობა თითოეული ავტორიზებული მომხმარებლისათვის.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია