Lexus-ი მინივენს უშვებს - მოდელს LM ერქმევა

ზოგიერთ ავტომწარმოებელს მინივენების წარმოება არც ისე ხიბლავს და კროსოვერებისა და SUV-ების წარმოებას ამჯობინებენ. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით Lexus-ზე. თვის ბოლოს, შანხაის ავტოშოუზე, იაპონური ავტომწარმოებელი თავის პირველ მინივენს წარმოადგენს.


მოდელს LM ერქმევა და სავრაუდოდ დაეფუძნება მესამე თაობის Toyota Alphard-ს. თუ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მიმანიშნებელი ფოტოთი ვიმსჯელებთ, მას თითქმის იდენტური პროფილი აქვს, სასრიალო უკანა კარებით, რომლებიც ჩაჯდომასა და გადმოსვლას აადვილებს; საკმაოდ გრძელია უკანა ფანჯრები.

 


წინა მხარეს, Lexus-ის ფართი ცხაურზე მიმაგრებულია კუთხოვანი ფარები, რომელიც აღჭურვილია LED ნათურებით.


Toyota-ს ბოლო Alphard-ი წარმოდგენილია სხვადასხვანაირი ძალური გადაცემის სისტემებით, მათ შორის არის ჰიბრიდული ვარიანტიც, რომელიც შესაძლოა, LM მინივენშიც ვიხილოთ, რომელსაც Lexus-ი LM 300h-ს უწოდებს. შემდეგი შესაძლო კანდიდატია 3.5-ლიტრიანი V6 ბენზინის ძრავა; ამ მოდელს LM 350 ერქმევა.

 


მომხმარებლები უნდა ელოდნენ საკმაოდ ტევად კაბინას, რომელიც 8 მგზავრზეა გათვლილი. სალონი აღჭურვილი იქნება პრემიუმ-მასალებით და საკმაოდ ბევრი სხვადასხა ხელსაწყოთი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს Lexus-ია, ყველა ალბათობით, ავტომწარმოებელი მართვის ხარისხს Toyota-ს მოდელებზე მეტად გააუმჯობესებს.


არსებობს დიდი შანსი, რომ LM მინივენი განკუთვნილი იყოს მხოლოდ აზიური ბაზრისთვის, მაგალითად ტაივანისა და ჩინეთისთვის.


ყველაფერი 2019 წლის 16 აპრილს გაირკვევა, როცა ავტომობილი შანხაის ავტოშოუზე წარსდგება.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია