BMW-მ თვითმართვადი ტექნოლოგიების პოპულარიზაციის შემზარავ გზას მიაგნო

BMW აქტიურად მუშაობს საკუთარი ავტომობილებისთვის თვითმართვადი მახასიათებლების შექმნაზე. ბოლო მიღწევები ამ სფეროში, კომპანიამ საშინელებათა ფილმის ჟანრის ვიდეოში წარმოადგინა.


კლიპში ასახულია, როგორ ტესტავს BMW-ს თვითმართვად სისტემას BMW 7 სერიის მოდელი ტყეში, როცა მას შუაგზაზე უცბად უწევს გაჩერება მის წინაშე აღმართულ საზარელ მოჩვენებასთან.


ამის შემდეგ, ქალი-მოჩვენება BMW-ს უახლოვდება, მაგრამ სრულიად შეცბუნებული რჩება, როცა აღმოაჩენს, რომ საჭესთან არავინ ზის. მანქანა თავისით მოძრაობს.

 


თვითმართვადი ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, ავტომწარმოებელმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა BMW Group High Performance D3 პლატფორმა. აღნიშნული პლატფორმა ეფუძნება მონაცემებით მართულ პროგრამირებას და წარმოადგენს კომპანიის ამ ტექნოლოგიის საკვანძო ნაწილს. მისი მთავარი ამოცანაა შეაგროვოს დიდი ოდენობით მონაცემები, რათა დაგეგმოს ტრაფიკის იმ სიტუაციათა კომპლექსურობა და მრავალფეროვნება, რომელსაც მომავალი თვითმართვადი მანქანა შეეჩეხება.


BMW-ს უმთავრესი მიზანია მოამზადოს და შეაგროვოს რეალურ ცხოვრებაში 5 მლნ კილომეტრ მანძილზე მართვის მონაცემები თავის სატესტო მანქანათა ფლოტისგან. ამის შემდეგ, ამ მონაცემებიდან შეარჩევს ყველაზე მართებული სცენარებისა და გარემო ფაქტორების შემცველ ორ მილიონ კილომეტრს. უკვე ამის შემდეგ, ეს მონაცემები ხელახლა გადამუშავდება, რათა გაუმჯობესდეს BMW-ს აღქმა თვითმართვად ავტომობილთა საჭიროებებთან დაკავშირებით.


ამჟამად BMW 7-სერიის 80 თვითმართვად ავტომობილს ტესტავს აშშ-ის წყნაროკეანურ სანაპიროზე, ისრაელსა და ჩინეთში. 2019 წლის ბოლომდე, კომპანია ამ ფლოტის გაზრდას 140 მანქანამდე გეგმავს.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია