Ford F-150 Raptor-ს შესაძლოა, Mustang GT500-ის V-8 ძრავა ჰქონდეს

ერთ-ერთი მახასიათებელი, რაც პირველი თაობის Ford F-150-ს დიდებულებას სძენდა, ატმოსფერული V-8 ძრავა იყო. მეორე თაობის Raptor-ისთვის, Ford-მა გადაწყვიტა, V-8 ძრავა ორმაგი ტურბოჩაბერვიანი Ecoboost V-6 ძრავით შეცვალოს. გამოცემა Car and Driver-ის ცნობით, ამჟამინდელი Raptor-ის სპეციალური გამოშვება 2.5-ლიტრიან ჩაბერვიან V-8 ძრავას მიღებს, რომელზეც Mustang Shelby GT500-იც იმუშავებს.


მრავალმა წყარომ თავად Ford-დან Car and Driver-ს უთხრა, რომ V-8-ზე მომუშავე Raptor-ს კომპანია F-150-ის ამჟამინდელი თაობის ჩასანაცვლებლად ამზადებს. ჩანაცვლება 2021-2022 წლებში იგეგმება. ამავე ძრავაზე იქნება Mustang Shelby GT500-იც, რომელიც კომპანიამ იანვარში, დეტროიტის ავტოშოუზე წარმოადგინა.

 


GT500-ის ზუსტ სიმძლავრეს Ford-ი ჯერ არ ამჟღავნებს, აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მას 700-ზე მეტი ცხენის ძალა ექნება. სავარაუდოდ იგივე სიმძლავრე ექნება Raptor-ის ვერსიასაც.


Car and Driver-ი ვარაუდობს, რომ Ford-ის პასუხი მიანიშნებს Hellcat-ზე მომუშავე მომავალ Rebel TRX პიკაპზე. გამოცემის პროგნოზით, Ford-ი მასში გამოიყენებს General Motors-თან ერთად შექმნილ 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს. ამ სისტემას ალბათ ვერ ვიხილავთ GT500-ში, მაგრამ უკვე გვხვდება Chevrolet Camaro ZL1-ში.


Car and Driver-ის ვარაუდით, ჩაბერვიანი V-8 Raptor დღის სინათლეს 2020 წელს იხილავს და ფასი დაახლოებით 70 000$-დან დაიწყება.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია