ახალი Suzuki Jimny-სა და ლეგენდარული Toyota Land Cruiser Troop Carrier-ის შეჯიბრი ოფროუდზე [ვიდეო]

Toyota Land Cruiser Troop Carrier-ი ავსტრალიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი გამავლობის მანქანად ითვლება. შესაბამისად, მას ხშირად ერთგვარ ორიენტირად იყენებენ სხვა ავტომობილთა ტესტირებისთვის.


სწორედ ასე მოიქცა გამოცემა Cars Guide-ის ჟურნალისტი მარკუს კრაფტი, როდესაც ახალი Suzuki Jimny-ს ოფროუდ შესაძლებლობები შეამოწმა. მიმომხილველმა ორი SUV-ი ველურ გარემოში შეამოწმა — ქვიშაზე, წყლის გადაკვეთისას და ბორცვებიან ლანდშაფტზე. მისი მიზანი იყო გამოევლინა, რომელი მათგანი მოიპოვებდა უპირატესობას.


მიუხედავად იმისა, რომ 1980-იანი წლების სტილისაა, J70-ის ბაზაზე დაფუძნებული ორკარიანი Toyota Land Cruiser Troop Carrier-ი ავსტრალიაში დღემდე იყიდება. აქვს 4.5-ლიტრიანი V8 დიზელის ძრავა, რომელიც 202 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მავენებლები ბევრად აღემატება Jimny-ს მონაცემებს, რომელიც აღჭურვილია 101 ცხენის ძალის მქონე, 1.5-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავით.


მოკრძალებული ზომების მქონე Jimny უფრო მსუბუქია და მხოლოდ 1135 კგ-ს იწონის. Troopy GXL-ის მასა 2325 კგ-ია. თეორიულად, პატარა Jimny გაცილებით მოქნილი უნდა იყოს.


ამ თეორიას მიმოხილვაც ადასტურებს, სულ მცირე, ქვიშაზე მაინც, სადაც ციცქნა ოფროუდერი უბრალოდ ბრწყინვალედ მოძრაობს. სამაგიეროდ, წყლის გადაკვეთისას დავალებას თავს უკეთ ართმევს Land Cruiser Troop-ი. ეს უკანასკნელი უმჯობესი აღმოჩნდა შორ მანძილებზე მოგზაურობისას მიყრუებულ ზონებში, რადგან მისი ავზი 180 ლიტრი საწვავს იტევს.


ორი ორფროუდერის შეგიძლიათ თავად უყუროთ ვიდეოში.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია