Tesla-მ ახალი კროსოვერი Model Y წარმოადგინა

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, Tesla-მ საზოგადოებას თავის ახალი მოდელი, კროსოვერი Model Y წარუდგინა.


ავტომობილი ეფუძნება Model 3 სედანის დიზაინს, მაგრამ აქვს უფრო დიდი სხეული და სავარძლების სამი რიგი, სადაც შვიდი ადამიანი თავსდება. ეს გახლავთ კროსოვერი — მაღალი კორპუსი, რომელიც მანქანის საბაზისო პლატფორმაზეა განთავსებული. უკვე დიდი ხანია, კროსოვერების გაყიდვებმა სედანებისას გადაუსწრო და შესაბამისად, Tesla ამ ხაზშიი კიდევ ერთი მოდელის დამატებას გეგმავს . ეს იქნება Model X-ის შეცვლილი ვერსია.

 


საბაზისო Model Y-ს ფასი 39 000$-დან იწყება. მანქანა 100 კმ/სთ-ს ავითარებს 5,9 წამში და ერთი დატენვით გადის 370 კილომეტრს. ავტომობილი ბაზარზე 2021 წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება.


გრძელი გარბენის მანძილის მქონე მოდელის (The Long Range ) ფასი 47 000$ იქნება და ერთი დატენვით ის 483 კილომეტრს გაივლის.

 


ოთხივე წამყვანი თვლის მქონე, ორძრავიანი ვერსია The Dual Motor AWD-ი 51 000$ ეღირება და ის 450 კილომეტრს გაივლის.


და ბოლოს, კლასის ტოპ-მოდელის ფასი 60 000$ იქნება, ერთი დატენვით 450 კმ-ს გაივლის, 100 კმ/სთ სიჩქარეს კი 3,5 წამში განავითარებს. ბოლო სამი მოდელი ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლიდან.

 


Model Y იმუშავებს Tesla-ს V3 სუპერჩარჯერებზე, რომლებსაც ერთი საათის განმავლობაში დატენვის შემთხვევაში, 1600 კმ მანძილის გავლა შეუძლიათ.


Model Y Tesla-ს მეოთხე ავტომობილია. პირველი სამი გახლავთ Roadster-ი, Model S სედანი, Model X (Model S-ზე დაფუძნებული კიდევ ერთი კროსოვერი) და Model 3.


დაინტერესებულ მყიდველთათვის — Tesla მალე გაყიდვების დაჯავშნას დაიწყებს, 2500$ დეპოზიტის სანაცვლოდ.

 

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია