მიმომხილველთა შეფასებით, 2019 Hyundai Elantra სედანი იდეალური არჩევანია კომპაქტურ კლასში

მიუხედავად SUV ავტომობილების ბუმისა, ახალი ამბავი ამა თუ იმ კომპაქტური მანქანის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ყოველთვის იწვევს უამრავი მკითხველის გულისწყრომას. ისინი უბრალოდ კომფორტულია, აღჭურვილია ტექნოლოგიებით, რომლებიც როგორც წესი, მხოლოდ ძვირიან ავტომობილებში იყო ხელმისაწვდომი სულ რაღაც ათიოდე წლის წინ.


ამ სეგმენტში Hyundai წარმოდგენილია გამარტივებული Elantra-თი. 2019MY-მა გარკვეული განახლებები მიიღო გარე სტილში, დაემატა სამკუთხედის ფორმის მსგავსი ელემენტები. რამდენიმე ცვლილება განხორციელდა სალონშიც. მათ შორის არის განახლებული საზომ ხელსაწყოთა ბლოკი, სავენტილაციო ხვრელები, აუდიო და კლიმატ-კონტროლის ახალი სისტემები, ახალი ცენტრალური კონსოლი.

 


სალონში ნახავთ 7-ინჩიან საინფორმაციო დისპლეის. საკმაოდ დიდია უკანა სივრცე, გაზრდის პერსპექტივით.
საერთო ჯამში, ამ მანქანას ვერაფერს დაუწუნებთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე სრულ პაკეტს ეხება, რომელიც აღჭურვილია მრავალი მოწყობილობით, მათ შორის, გათბობის მქონე ტყავის სავარძლებით, ლუქით, სმარტფონის უკაბელო დამტენით, LED ფარებითა და ა. შ.


სრული პაკეტის მქონე მოდელი აღჭურვილია 147 ცხენის ძალის მქონე 2.0-ლიტრიანი ძრავითა და 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.


მიმომხილველთა აზრით, 2019 წლის Elantra სედანი „ბრწყინვალე არჩევანია“ კომპაქტურ სედანთა სეგმენტში.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია