Infiniti დასავლეთ ევროპის ბაზარს ტოვებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ 2020 წლის დასაწყისიდან, Nissan-ს თავის მდიდრული ბრენდი, Infiniti დასავლეთ ევროპიდან გააქვს. ამჯერად, ინფორმაცია ოფიციალურად დასტურდება.

 

Infiniti რესტრუქტურიზაციის გეგმას აქვეყნებს, რომელიც ბრენდის ფოკუსირებას უდიდეს, სწრაფად მზარდ ბაზრებზე მოახდენს — ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში. გეგმის მიხედვით,  Infiniti დასავლეთ ევროპის ბაზარს 2020 წლის დასაწყისში დატოვებს. ეს კი სამწუხაროდ იმას ნიშნავს, რომ Infiniti Q30-ისა და QX30-ის წარმოება გაერთიანებული სამეფოს სანდერლენდის ქარხანაში 2019 წლის შუაში შეწყდება.

 

კომპანიის განცხადებით, ქარხნის მენეჯმენტი განიხილავს ნებისმიერ გავლენას, რაც შესაძლოა, ამ ფაქტმა ქარხანაში დასაქმებულებზე იქონიოს.

 

 

რაც შეეხება საცალო გადამყიდველებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთან ფრანჩიზის შეთანხმებები დასრულდება, მაგრამ გაგრძელდება ყველა საჭირო სერვისი და მხარდაჭერა. მაღაზიები ფუნქციონირებას გარდამავალი გეგმის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

 

დასავლეთ ევროპიდან გასვლას გავლენა არ ექნება ბრენდის ოპერირებაზე აღმოსავლეთ ევროპაში (ძირითადად რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში), ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. ავტომწარმოებლის განცხადებით, ეს ბაზრები მისთვის მზარდია.

 

Infiniti-ს რესტრუქტურიზაციის გეგმას შორსმიმავალი შედეგები აქვს დანარჩენ ბაზრებზეც, განსაკუთრებით ჩინეთის და ჩრდილოეთ ამერიკის.

 

ჩრდილოეთ ამერიკისთვის Infiniti ფოკუსირებას ძირითადად SUV ხაზზე მოახდენს, ჩინეთში კი ბრენდი ხუთ ახალ ავტომობილს გამოუშვებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია