2019 წლის BMW 330i უფრო მაღალი კლასის სედანია, ვიდრე უბრალოდ სპორტული სედანი

BMW 3 სერია მომხმარებელს ყოველთვის სთავაზობდა კარგ ბალანსს უმაღლესი კლასისა და სპორტულ ავტომანქანებსა შორის. სწორედ ამ ფაქტორმა მოუტანა მას უდიდესი წარმატება მთელ მსოფლიოში.

 

შედარებით კომპაქტური ზომებითა და მცირე წონით, საჭით მართვის უზუსტესი სისტემითა და უკანა წამყვანი თვლებით, 3 სერია ყოველთვის განსაკუთრებით პოპულარული იყო. ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ 3-სერიის ადრეულ მოდელებში, გვიანდელთან შედარებით უფრო გამოკვეთილი იყო სპორტულობა და სისწრაფე.

 

თითოეულ თაობასთან ერთდ, 3 სერია უფრო და უფრო გაიზარდა და დამძიმდა, რათა დაეკმაყოფილებინა ბაზარზე არსებული მოთხოვნები უფრო ტევად, მაღალი კლასის, ტექნოლოგიურად მოწინავე პრემიუმ-სედანებთან დაკავშირებით. ამის ბრწყინვალე მაგალითია ბოლო G20 თაობა, რასაც ამერიკელი საავტომობილო ჟურნალისტი დუგ დემუროც აღნიშნავს 2019 წლის BMW 330i-ს განხილვისას.

 

 

სხვათა შორის, ის 3-სერიის ყველაზე მაღალტექნოლოგიური წარმომადგენელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი შეფუთვა. მიმომხილველთა აზრით, 3-სერიის მეშვიდე თაობა ასევე გამოირჩევა ძლიერ კომფორტულობით, აქვს უფრო მშვიდი და ხარისხიანი სალონი, რაც სედანისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სალონში უფრო მეტი სივრცეა, განსაკუთრებით უკანა სავარძლების მგზავრთათვის.

 

არის თუ არა ყველა ეს გაუმჯობესებული დეტალი საკმარისი? მიუხედავად იმისა, რომ 3-სერია ახლა უფრო დახვეწილია, ვიდრე ოდესმე, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მაინც ვერ ახდენს, სულ მცირე 330i იერსახე. 255 ცხენის ძალის მქონე, 2.0-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ტურბოძრავის წყალობით, მანქანა საკმაოდ მკვირცხლია.

 

აშკარაა, რომ BMW პრიორიტეტს ანიჭებს კომფორტს, ფუფუნებასა და ტექნოლოგიებს. მათ კი, ვისაც 3-სერიაში უფრო ამაღელვებელი გამოცდილება სურს, ექსპერტები M340i ვერსიას ურჩევენ. 382 ცხენის ძალის მქონე ექვსცილინდრიანი ეს მოდელი გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე უბრალოდ სპორტული სედანის სტატუსი.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია