გამონაბოლქვის შესამცირებლად, მანჰეტენზე მანქანის მართვისთვის გადასახადს შემოიღებენ

პიკის საათებში მანჰეტენზე მოძრაობა ნებისმიერი მძღოლისთვის ნამდვილი კოშმარია. მანქანები დაახლოებით 8 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ — ოდნავ სწრაფად, ვიდრე ქვეითები. ამას ემატება ისიც, რომ საცობში დგომისას ავტომობილები დიდი ოდენობით მავნე აირებს აფრქვევენ.

 

მალე შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს.

 

გასულ კვირაში, ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ და ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ წარმოადგინეს 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდაქმნა-გაუმჯობესებას. გეგმა ასევე ითვალისწინებს გადასახადს გარკვეულ ადგილებში პიკის საათებში მანქანით მოძრაობისათვის.

 

 

მსგავსი გადასახადი უკვე არსებობს ევროპისა და სხვა რეგიონების ზოგიერთ ქალაქში. მაგალითად, როცა სტოკჰოლმში ეს გადასახადი შემოიღეს, ჰაერში 15 პროცენტით შემცირდა მყარი ნაწილაკების ოდენობა, ასთმის მაჩვენებელმა კი 50 პროცენტით იკლო. აღნიშნული ციფრები ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და სხვა ინსტიტუციათა მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დადო.

 

თუმცა, ამ გეგმის განხორციელება აშშ-ში განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა.

 

მსგავსი გადასახადის შემოღების იდეა ჯერ კიდევ 2007 წელს წამოაყენა ნიუ-იორკის მაშინდელმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა. მაგრამ შეთავაზება შტატის ასამბლეამ რამდენიმე ფაქტორის გამო ჩააგდო; მათ შორის იყო წინააღმდეგობა დემოკრატების მხრიდან.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია