2020 წლის Opel Corsa სრულიად შეცვლილია - დებიუტი წლის ბოლოს შედგება

როდესაც 2017 წელს ფრანგულმა PSA Group-მა Opel-ი და Vauxhall-ი იყიდა, ახალი თაობის Corsa-ზე მუშაობა თითქმის დასრულებული იყო.

 

თუმცა, იმის გამო, რომ 2020 წლის Corsa-ს პროექტი GM პლატფორმას ეფუძნებოდა, PSA-მ ის გააუქმა და შექმნა სრულიად ახალი ვერსია იმავე CMP არქიტექტურაზე, რომელსაც შემდეგი თაობის Peugeot 208 იყენებს.

 

Corsa F-ის პროტოტიპის საგულდაგულოდ დამალვა Opel-მა და Vauxhall-მა ამ დრომდე მშვენივრად მოახერხეს, მაგრამ ახლახან ყველაფერი შეიცვალა — გამოცემა Carscoops-ის ფოტოგრაფებმა მისი „გამოჭერა“ ზამთრის ტესტირებისას შეძლეს.

 

 

როგორც ფოტოებზე ჩანს, 2020 წლის Corsa სულაც არ იქნება Peugeot 208-ის გადაკეთებული ვერსია, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციების თვალსაზრისით მათ შორის გარკვეული მსგავსება არსებობს.

 

Opel-ისა და Vauxhall-ის გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალია, Corsa კვლავ ატარებს ბრენდისათვის დამახასიათებელ გარკვეულ სტილს. ალბათ საფუძვლიანი განახლების დრო ნამდვილად იყო, რადგან ამჟამინდელი მოდელი თითქმის იგივეა, რაც 2006 წელს გამოსული Corsa D.

 

 

დიზაინის საკვანძო დეტალებს მანქანაზე გადაკრული სახვევები საგულდაგულოდ მალავს, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ მას უფრო დინამიკური მახასიათებლები აქვს, ვიდრე ამჟამინდელ მოდელს. ამის მიზეზი კი ძირითადად არის ოდნავ დაბალი კორპუსი, ისევე როგორც მკვეთრად ჩაშვებული უკანა ფანჯარა.

 

2020 წლის Corsa-ს უდავოდ ექნება ძალური გადაცემის იგივე სისტემა, რაც Peugeot 208-ს, მათ შორის ბენზინის სამ-და ოთხცილინდრიანი ტურბოძრავები. უცნობია, გამოვა თუ არა დიზელის ვერსია, მაგრამ ცნობილია, რომ ხელმისაწვდომი იქნება სრულიად ელექტრო-ვერსია.

 

 

ახალი Corsa-ს დებიუტს Opel-ი 2019 წლის სექტემბერში, ფრანკფურტის მოტორშოუზე გეგმავს. გაყიდვები ევროპაში სავარაუდოდ ამავე წლის დეკემბერში დაიწყება. რაც შეეხება Corsa-ს ელექტრო-ვერსიას, ის ბაზარზე 2020 წლის ზაფხულში გამოჩნდება.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია