Tesla-მ წლის საუკეთესო ავტომობილისთვის ბრძოლაში მონაწილეობაზე უარი თქვა

 

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ აშშ-ს ყოველწლიურ კონკურსში „წლის საუკეთესო ჩრდილო ამერიკული მსუბუქი და უგზოობისთვის განკუთვნილი ავტომობილი“ (North American Car and Truck/Utility of the Year) მონაწილეობაზე უარი თქვა და საკუთარი მოდელი - Model 3 შეჯიბრებიდან მოხსნა. ინფრომაციას ამის შესახებ The Detroit News-ი ავრცელებს.

 

გამომცემლობის ცნობით, Tesla-მ კონკურსის ჟიურისთვის საკუთარი ავტომობილის წარდგენაზე განცხადებული უარი Model 3-ის წარმოების მოცულობის გაზრდაზე ორიენტირებით დაასაბუთა. დიდი მოთხოვნის გამო კომპანიას კონკურში მონაწილეობისთვის თავისუფალი ავტომობილი არ ყავს. კულუარული ინფორმაციით კონკურსისთვის თავის არიდება მანქანის წვრილ დეფექტებში იმალება და Tesla-ს არ სურს რომ ჟიურიმ ისინი დააფიქსიროს.

 

შეჯიბრებიდან Tesla-ს გამოთიშვის შემდეგ, კონკურსში მონაწილე ერთადერთი ელექტრომობილი Hyundai Ioniq-ი გახდა, რომელსაც მწარმოებელი მომხმარებელს ერთდროულად სამ კონფიგურაციაში სთავაზობს: ტრადიციული ჰიბრიდი, ჰიბრიდი რომლის დამუხტვაც ჩვეულებრივი დენის ქსელიდან შეიძლება და სრულად ელექტრული ვარიანტი.

 

 

ელექტრომობილ Nissan Leaf-ის დაგვიანებული პრეზენტაციის გამო, ეს მოდელი კონკურსში მონაწილეობას ვერ შესძლებს.

 

Model 3-ზე Tesla გრანდიოზულ იმედებს ამყარებს. წლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილის საბაზო ღირებულება 35 ათასი აშშ დოლარიდან დაიწყება. შედარებისთვის ამ თანხით აშშ-ში მინიმალურ კონფიგურაციაში Dodge Challenger-ის ან ქროსოვერ VW Atlas-ის შეძენა შეიძლება. ამავდროულად Model 3-ის შედარებით მძლავრი ვარიანტი, რომელიც სვლის გაზრდილი მარაგით გამოირჩევა 44 ათასი აშშ დოლარი ეღირება.

 

საგულისხმოა, რომ კონკურენტებთან შედარებით შედარებით დაბალი ღირებულებისას, Tesla დამატებით ოფციებზე საკმაოდ დიდ თანხებს აწესებს. მაგალითად, განურჩევლად ვარიანტისა Model 3-ის დამუხტვისთვის კომპანიის საფირმო ელექტროსადგურების Supercharger მომსახურებისთვის მომხმარებელს დამატებითი თანხების გადახდა მოუწევს. დამატებითად 5 ათასი აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ რეგულირებად წინა სავარძლებს (12 მდგომარეობა), მათ გათბობის სისტემას, დამატებით USB-პორტებს, ხარისხიან აუდიოსისტემას და შუქდიოდებზე მომუშავე ნისლსაწინააღმდეგო ფარებს. თუ Model 3-ის მყიდველს საბაზო - შავის გარდა სხვა ფერის ავტომობილის ყოლას მოისურვებს, მის საფულეს კიდევ 1 000 აშშ დოლარი მოაკლდება.

 

 

Model 3-ის სტანდარტული აღჭურვილობა ავტოპილოტს და მოწყობილობათა დაფის ნაცვლად არსებულ დიდ 15 დუიმიან სენსორულ ეკრანს ითვალისწინებს.

 

საბაზო ვერსიაში ავტომობილი ერთი დამუხტვით 354 კმ-ს გადის. მძლავრი ვარიანტისთვის ეს მაჩვენებელი 498 კმ-მდეა გაზრდილი.

 

Tesla-ს ოფიციალურ საიტზე არსებული ინფორმაციით, თუ ავტომობილს ეხლა შეუკვეთავთ 12-18 თვის განმავლობაში მისი ლოდინი მოგიწევთ. ჯერ კიდევ წარმოების დაწყებამდე კომპანიას 370 ათასზე მეტი შეკვეთა ქონდა მიღებული.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია