Audi-ს ახალი სისტემა გეტყვით, რა სიჩქარით იაროთ, რომ შუქნიშანთან წითელზე არ მოხვდეთ

შუქნიშანზე წითელი ცხოვრების ერთ-ერთი მცირე უსიამოვნებათაგანია. კომპანია Audi-მ ამ პრობლემაზეც იფიქრა და უშვებს ახალ სისტემას, რომელიც მძღოლს ეტყვის, როგორ აიცილოს თავიდან შუქნიშნის წითელი.


შუქნიშნებთან კომუნიკაციისათვის, სისტემა სახელად Green Light Optimized Speed Advisory (GLOSA) იყენებს vehicle-to-infrastructure (V2I) ტექნოლოგიას. ამის შემდეგ, სისტემა განსაზღვრავს მანქანის მდებარეობას და შუქნიშნის ანთების დროში განაწილებას. უკვე ამის შემდეგ, ანგარიშობს იმ ოპტიმალურ სიჩქარეს, რომელიც შუქნიშნის მწვანეზე მოსახვედრად არის საჭირო.

 


რასაკვირველია, სისტემა მხედველობაში იღებს სიჩქარის ლიმიტებსაც. შედეგად, მძღოლები მწვანეზე გასავლელად შეტყობინებების მიღებას არ უნდა ელოდონ.


სისტემა მუშაობს Audi-ს 2017 წლის კონკრეტულ და უფრო ახალ მოდელებზე და წარმოადგენს კომპანიის შუქნიშნების საინფორმაციო სისტემის ახალ ფუნქციას. ეს სისტემა უჩვენებს დროს, რომელიც წითლიდან მწვანე შუქის ანთებამდე რჩება. სისტემა ამჟამად აშშ-ის მსხვილ ქალაქებში მოქმედებს.

 


ავტომწარმოებლის განცხადებით, ამ სისტემის მიზანი მძღოლებისთვის უფრო მეტი კომფორტის შექმნაა, რადგან ცნობილია, რომ ამერიკელები ყოველწლიურად საშუალოდ 300 საათს ატარებენ შუქნიშნის წითელ შუქთან, მწვანეს მოლოდინში. თუ დღეებში გადავიყვანთ, ვნახავთ, რომ ეს 12,5 დღეა წელიწადში.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია